Aa Aa
23 სექტემბერი 2021  |  22:29

რონალდო: "სუპერ ლიგა ცუდი იდეა არ არის, ყველაფერი ცუდად იყო ახსნილი"

ლეგენდარულმა რონალდომ, რომელიც ამჟამად „ვალიადოლიდის“ პრეზიდენტი გახლავთ, სუპერ ლიგის იდეის შესახებ ისაუბრა და ის მოიწონა. „კიჭას“ თქმით, ხალხს ყველაფერი არასაკმარისად გასაგებად აუხსნეს და პროტესტიც ამან გამოიწვია.

„როგორც ვალიადოლიდის პრეზიდენტი, არ მსურს ლა ლიგამ დაკარგოს თავისი ძალა და გავლენა. მაგრამ არც ის მგონია, რომ ჩემპიონატი ამას სუპერ ლიგის შექმნის შემთხვევაში დაკარგავს. ჩემთვის შიდა ჩემპიონატები კვლავ ფეხბურთის ხერხემალს წარმოადგენს. გულშემატკივრები დიდ მსხვერპლს წირავენ, ყიდულობენ აბონემენტებს და ყოველ კვირა მატჩებზე დადიან. მათსა და კლუბებს შორის ოჯახური კავშირი არსებობს.

ვიმედოვნებ და მჯერა, რომ სუპერ ლიგა შიდა ჩემპიონატებზე გავლენას არ მოახდენს. ეს არის ის, რისთვისაც სატურნირო ცხრილის შუაში მყოფი პატარა კლუბები ცხოვრობენ.

ზოგიერთი კლუბი ეროსარბიელზე იღებს მონაწილეობას და სამართლიანადაც ისე, რომ ხალხმა გაიგოს, საფეხბურთო ინდუსტრია არის სპორტული და გასართობი ინდუსტრია. ჩვენ სამომავლო გეგმა უნდა შევადგინოთ.

თუ გადავხედავთ სუპერ ლიგის იდეას, ეს ცუდი იდეა არ არის. ქომაგებს სურთ ყველა დიდი დაპირისპირება იხილონ. გულშემატკივრები ხედავენ მადრიდის რეალის მატჩებს მილანის ან ინტერის წინააღმდეგ, მანჩესტერ სიტისა და პსჟ-ს წინააღმდეგ. ჩვენ გვსურს ასეთი მატჩების ხილვა და არ გვინდა, რომ ამისთვის მეოთხედფინალებსა და ნახევარფინალებს დაველოდოთ.

ჩვენს ინდუსტრიას დიალოგი აკლია. არსებობს შიში იმისა, რომ შესაძლოა ყურადღების ცენტრს მიღმა აღმოვჩნდეთ. ყველას აქვს საკუთარი ინტერესები, რომლებიც დაცული უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ ფეხბურთში ყველაზე გავლენიანი ადამიანები ერთმანეთს უნდა შეხვდნენ და ისაუბრონ, რათა მიაღწიონ შეთანხმებას, რაც ყველას აფიქრებინებს, რომ ისინი არიან ამ სიტუაციის გამარჯვებულები.

გულშემატკივრები ჩვენი მემკვიდრეობაა, ფეხბურთი ასეთი იმიტომ არის, რომ ხალხი უყურებს მას. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი პროდუქტი გავაუმჯობესოთ და საუკეთესო პირობები შევთავაზოთ - შევთავაზოთ საუკეთესო მატჩები.

მე არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანს შეუძლია მიიღოს მთავარი გადაწყვეტილება ან დასახოს სტრატეგია. დღეს, გულშემატკივარი ამ პროცესში ძალიან ჩართულია. ჩვენ ვნახეთ პროტესტი სუპერ ლიგის წინააღმდეგ ინგლისში, ალბათ იმიტომ, რომ ყველაფერი ცუდად იყო ორგანიზებული და ახსნილი.

მე მჯერა, რომ ამ იდეას აქვს პოტენციალი, რომ უახლოეს მომავალში კლუბებს და გულშემატკივრებს ექნებათ ინოვაციები, რომლებსაც გავყვებით, რაც ნორმალურია“.

- ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს The Athletic-ი.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage