Aa
Aa

"საჯაროდ მხარი უნდა დავუჭიროთ" - AS მამარდაშვილზე წერს

ლა ლიგის მორიგ ტურში „ვალენსია“ „სევილიას“ ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. სამწუხაროდ, მასპინძელთა გოლები გიორგი მამარდაშვილის შეცდომებს მოჰყვა. ქართველი მეკარის თამაშს ესპანური გამოცემა AS ეხმაურება.

რა წერია ასზე?

„სევილიამ ერთი დარტყმით ორი გოლი გაიტანა და შემდეგ მესამეც მიაყოლა. მამარდაშვილს სულელური დღე ჰქონდა. მისი შეცდომები საოცარი იყო. მან საკუთარი ადგილი დაკარგა. გიორგი დამაჯერებელი არც ბენზემას გოლის დროს იყო. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ „ატლეტიკის“ წინააღმდეგ სილესენი დაბრუნდება.

მაგრამ არა ცუდი თამაშის გამო. ჩვენ ყველამ საჯაროდ მხარი უნდა დავუჭიროთ მამარდაშვილს. ის მომავალ კვირაში 21 წლის ხდება. ჩვენ, რომ „ვალენსია“ ვიყოთ, დღესვე გამოვისყიდდით მას თბილისის „დინამოდან“ და სიხარულით წარვადგენდით, რადგან ქართველი მეკარე მომავალი წლების ინვესტიციაა. ცხადია, მამარდაშვილის შეცდომებმა „ვალენსია“ სანჩეს პისხუანზე დასცა, მაგრამ ეს ყველას მოსდის.“

სატურნირო ცხრილი და მომავალი მატჩი

 

შეგახსენებთ, რომ „სევილიასთან“ მარცხის შემდეგ „ვალენსიას“ 10 ქულა აქვს და მე-4 ადგილზე იმყოფება. მომავალ ტურში ბორდალასის შეგირდები საკუთარ კედლებში ბილბაოს „ატლეტიკს“ უმასპინძლებენ. მატჩი 25 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 18:15-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები