Aa
Aa

"მოპოვებული 3 ქულით ბედნიერი ვარ" - დე ლიხტი სპეციასთან მატჩის შემდეგ

სერია ა-ს მე-5 ტურში ტურინის „იუვენტუსი“ „სპეციას“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. გამარჯვების მომტანი გოლი მატიას დე ლიხტმა გაიტანა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნიდერლანდელმა მცველმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა დე ლიხტმა?

„რთული თამაში იყო. პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩავატარეთ, თუმცა მოწინააღმდეგემ საოცარი გოლი გაგვიტანა. მათ მეორე ტაიმის დასაწყისშიც გაიტანე, თუმცა ჩვენ არ მოვდუნდით და გამარჯვებისთვის საჭირო ძალები ვიპოვეთ. ჩვენთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი 3 ქულა იყო.

„იუვენტუსში“ ვალდებულები ვართ, რომ ყველა მატჩი მოვიგოთ. ვფიქრობ, ჩემპიონატი 3 ქულით ახლიდან უნდა დავიწყოთ. ყველაფერი უნდა გავაუმჯობესოთ და ვნახოთ რა იქნება მომავალში. 3 ქულის მოპოვებით ბედნიერი ვარ.“

სატურნირო ცხრილი და მომავალი ტური

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ტურამდე „ბებერ ქალბატონს“ 2 ქულა ჰქონდა და გასავარდნ ზონაში იმყოფებოდა. „სპეციასთან“ მატჩის შემდეგ კი „ბიანკონერის“ 5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზე აღზევდა.

მომავალ ტურში ტურინული გრანდი „სამპდორიას“ უმასპინძლებს. შეხვედრა 26 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 14:30-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები