სკანდალი რუსეთში - ახალგაზრდა ხელბურთელები საკუთარი ნაკრების წაგებაზე ფსონს დებდნენ
Aa
Aa

სკანდალი რუსეთში - ახალგაზრდა ხელბურთელები საკუთარი ნაკრების წაგებაზე ფსონს დებდნენ

რუსეთის ხელბურთის ახალგაზრდული ნაკრები მოთამაშეები ნაკრებიდან დროებით მოკვეთეს, მიზეზად კი საკუთარ გუნდზე ფსონის გაკეთება სახელდება.

შექმნილმა ეთიკის კომიტეტმა ახალგაზრდულ ნაკრებში 8 ხელბურთელი აღმოაჩინა,რომლებიც აქტიურად თანამშრომლობდნენ ტოტალიზატორებთან დაახლოებულ პირებს და ფსონს საკუთარი ნაკრების წაგებაზე დებდნენ.

რუსეთის ხელბურთის ფედერაციაში ეჭვი ხორვატიაში გამართულ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე აიღეს , სადაც რუსეთის ნაკრებმა 16 გუნდში მე-15 ადგილი დაიკავა.

„ჩვენი აზრით სპორტსმენები უნდა დაისაჯონ. ეს ფაქტი არა მხოლოდ fair play-ის პრინციპებს ეწინააღმდეგება,არამედ მთელი რუსული ხელბურთისა და სპორტის შეურაცხყოფაა. ჩვენ არ გავაჩერებთ მუშაობას და ვეცდებით ყველა დამნაშავე გამოვიძიოთ“ - აღნიშნა კომიტეტის ხელმძღვანელმა ბორის კიპკეევმა

„ეთიკის დასკვნების არ მჯეროდა. ახალგაზრდა ხელბურთელების საქციელი ქვეყნის ღალატის ტოლფასია. თუ ფაქტები დადასტურდა დიდი ალბათობით ყველა მონაწილე სამუდამო დისკვალიფიკაციას მიიღებს“ - განაცხადა რუსეთის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სერგეი შიშკარევმა

ამ ეტაპზე ნაკრებიდან მოკვეთილები არიან : დიმიტრი კანდიბინი, ალექსანდრ მოროზოვი, ნიკიტა გოგოლევი, დმიტრი ფროლოვი, დანილ დიმიტრიევი, მაქსიმ ნაიდუნოვი, მაქსიმ ერმოლინი და გიორგი კირილენკო.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები