Aa
Aa

"ეს სიტუაცია უნდა გადალახოს" - MARCA-ს ვრცელი სტატია მამარდაშვილზე

 

ლა ლიგის უკანასკნელ ტურში „ვალენსიამ“ „რეალს“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. კარიმ ბენზემას გოლის დროს, გიორგი მამარდაშვილი აშკარად შეცდა. ამ ეპიზოდზე და ზოგადად ქართველ მეკარეზე ესპანურმა გამოცემა MARCA-მ დაწერა.

გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ძირითადი შემადგენლობის მეკარეა, თუმცა სულ რაღაც 20 წლის არის. როგორც ის ამბობს, მას მხოლოდ 2 დღე აქვს გატარებული ელიტაში. ქართველი მეკარე სიჩუმეში შემოიჭრა და „ღამურების“ შავ-თეთრი ფორმა მოირგო. მან გუნდში შექმნილი სიტუაციით ისარგებლა და ყველაფერი სათავისოდ გამოიყენა. გიორგის შესანიშნავი მონაცემები აქვს, თუმცა ორი დაშვებული შეცდომის გამო საფასური უნდა გადაიხადოს. მან უნდა შეძლოს და ეს სიტუაცია გადალახოს.

„5 დღე“ - ბრწყინვალე სათაური ხოსე ბორდალასისთვის! მამარდაშვილმა ნდობა მოიპოვა. მისმა არსებობამ ფურორი მოახდინა. ის თითქმის არსაიდან გაჩნდა. ახალგაზრდა ტალანტები ყოველთვის დელიკატურ მომენტებს ქმნიან. ეს ყველაფერი კი მომავალს ემსახურება. 20 წლის მეკარე ამ სიტუაციას განიცდის. დაშვებული ორი შეცდომა მას გაზრდაში უნდა დაეხმაროს.

„“ოსასუნასთან“ ბურთი სუსტად დაიჭირა, თუმცა გოლი გაუქმდა“

 პამპლონელების წინააღმდეგ „ვალენსიამ“ კარგად ითამაშა და დამაჯერებლად გაიმარჯვა, თუმცა იყო მომენტი, როდესაც „ოსასუნამ“ გოლი გაიტანა და ეს თითქოს მამარდაშვილის ბრალი იყო. ვიდეო რეფერის გადამოწმების შემდეგ წესების მიხედვით გოლი სწორად გაუქმდა, თუმცა ქართველმა მეკარემ ბურთი ხელში სუსტად დაიჭირა.

უცნაური ის არის, რომ თავად მამარდაშვილმა არანაირი პრეტენზია არ გამოთქვა. შესაძლოა მან თავად ვერ გაიაზრა, რომ ბურთი ხელებში ჰქონდა დაფიქსირებული. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ სიმძლავრე დააკლდა. გაუმართლა, „ვარ-მა“ გოლი გააუქმა.

მატჩი „რეალთან“

დადგა მატჩი „რეალთან“. მაღალი დონის შეხვედრა, რომელსაც უამრავი ადამიანი უყურებს. მამარდაშვილი მატჩის ბოლო წუთებამდე იდეალური იყო. მან „ბლანკოსის“ ყველა დარტყმა მოიგერია. ვინისიუსის გოლის დროს ის უძლური იყო, თუმცა მეორე გოლის დროს შეცდა და დაცვასთან შეუთანხმებლად იმოქმედა.

სილესენი თავის შანსს ელოდება

ამ ყველაფრის შემდეგ, სილესენი თავის შანსს ელოდება. ალბათ ნიდერლანდელი ვარაუდობდა, რომ ბევრად ადრე ითამაშებდა, თუმცა გიორგიმ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმსახურა. ცნობილი გახდა, რომ იასპერი საკუთარი მდგომარეობის შესახებ ხოსე ბორდალასს ესაუბრა. მას აინტერესებს, თუ როგორი იქნება მისი მომავალი „ვალენსიაში.“

„ვალენსია“ 1:2 „რეალი“

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები