Aa Aa
20 სექტემბერი 2021  |  17:26

რომეო ბექჰემი - დებიუტი პროფესიონალურ კარიერაში

ინგლისური ფეხბურთის ლეგენდის დევიდ ბექჰემის შვილს პროფესიონალურ კარიერაში დებიუტი ჰქონდა. რომეო ბექჰემმა გასულ უიქენდზე „ფორტ ლაუდერდეილის“ შემადგენლობაში ითამაშა.

ხსენებული გუნდი „ინტერ მაიამის“ მფლობელობაშია. „ინტერ მაიამი“ კი დევიდ ბექჰემის არის.  19 წლის რომეომ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მინდორზე 79 წუთი დაჰყო. მისი გუნდი კი USL ლიგაში გამოდის.

ლეგენდარული დევიდის შვილმა მარჯვენა შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშა. ამ პოზიციაზე კი თავად ბექჰემი ხშირად თამაშობდა. 57-ე წუთზე რომეოს ყველაზე რეალური მომენტი ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმული კარის ხარიხას მოხვდა.

იმ დროს, როდესაც რომეო მინდვრიდან გაიყვანეს ანგარიში „ფორტ ლაუდერდეილის“ სასარგებლოდ 2:1 იყო, თუმცა 85-ე წუთზე მიკალეტომ წონასწორობა აღადგინა. რომეო ბექჰემის გუნდი USL ლიგაში 23 ტურის შემდეგ მერვე ადგილზე იმყოფება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage