Aa
Aa

"იუვე უკეთესი მხოლოდ პირველი 20 წუთი იყო" - რა თქვა პიოლიმ მატჩის შემდეგ?

სერია ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. ტურინის „იუვენტუსმა“ „მილანს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. მატჩის დასრულების შემდეგ, „როსონერის“ თავკაცმა სტეფანო პიოლიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა პიოლიმ?

„ტურინში მოსაგებად ჩავედით. მოწინააღმდეგე უკეთესი მხოლოდ პირველი 20 წუთი იყო. ისინი მოტივირებულნი და სახიფათონი იყვნენ, თუმცა ჩვენ ჩვენი თამაში გავაგრძელეთ, უკეთესები ვიყავით და გამარჯვებისთვის უფრო მეტი გავაკეთეთ. საერთო ჯამში ჩემი გუნდის თამაშს პოზიტიურად ვაფასებ.

„ბიანკონერის“ გოლი ჩვენს შეცდომას მოჰყვა. ჩვენ დიბალას, მორატას, ალექს სანდროს და მსგავსი ფეხბურთელების წინააღმდეგ ვთამაშობდით. ასეთ დროს შეცდომები მინიმუმამდე უნდა დაიყვანო. „იუვენტუსი“ ბევრს ცდილობდა და ამის გამო შექება დაიმსახურა. როგორც ყოველთვის, მილანს არ აკლდა სურვილი, ხასიათი, განსაზღვრულობა და სიმტკიცე, ამიტომ ჩვენ გამარჯვების ძიებას მთელი მატჩის განმავლობაში ვაგრძელებდით."

ხალხი ამბობს, რომ იტალიურ გუნდებს ევროპულ სარბიელზე ტემპი აკლია. ახლა გეტყვით, რომ იუვესთან მატჩში ნამდვილი ფეხბურთი 48 წუთი გაგრძელდა. რეალურად სათამაშო ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ.”

სატურნირო ცხრილი და მომავალი ტური

ამ მატჩის შემდეგ, „მილანს“ 10 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება. „იუვენტუსი“ კი 2 ქულით მე-18 პოზიციაზე მოგვევლინა. მომავალ ტურში „როსონერი“ „ვენეციას“ უმასპინძლებს, „ბებერი ქალბატონი“ კი „სპეციას“ ესტუმრება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები