''ბენზემამ შეცდომა არ აპატია'' - ესპანური AS-ი მამარდაშვილის თამაშზე
Aa
Aa

''ბენზემამ შეცდომა არ აპატია'' - ესპანური AS-ი მამარდაშვილის თამაშზე

ლა ლიგის მეხუთე ტურში ''ვალენსიამ'' ''მესტალიაზე'' მადრიდის ''რეალს'' უმასპინძლა. ხოსე ბორდალასის გუნდმა უგო დუროს გოლით 66-ე წუთზე ანგარიში გახსნა, თუმცა 86-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა ანგარიში გაათანაბრა, 88-ე წუთზე კი ვინისიუსის ჩაწოდების შემდეგ ბენზემამ მამარდაშვილის კარში გამარჯვების გოლი შეაგდო (1:2).

გთავაზობთ ნაწყვეტს ესპანური გამოცემის, AS-ის სტატიიდან, რომელიც გიორგი მამარდაშვილს ეხება.

''ეს იყო გიორგი მამარდაშვილის პირველი დიდი თამაში ''ვალენსიას'' მაისურით. ამ შეხვედრაში ძირითადად ბურთების მოგერიებით იყო დაკავებული. პირველად იყო აზარის დარტყმა, შემდეგ ვალვერდესი, მოგვიანებით ბენზემამ შეასრულა დარტყმა და მამარდაშვილი პოზიციურად სწორად იდგა, თუმცა შემდეგ ბურთი მაინც გაუშვა. პირველი გოლის ეპიზოდში მამარდაშვილს შეცდომა არ დაუშვია, თუმცა მეორე გოლისას კარიდან ცუდად გამოვიდა და ბენზემამ შეცდომა არ აპატია''.

5 ტურის შემდეგ ''ვალენსია'' 10 ქულით მესამე ადგილზეა. ბორდალასის გუნდი ლიდერ ''რეალს'' 3 ქულით ჩამორჩება, მეორეადგილოსან ''ატლეტიკოს'' კი მხოლოდ 1 ქულით.

მამარდაშვილის გუნდი შემდეგ მატჩს 22 სექტემბერს, ''სევილიასთან'' ''სანჩეს პისხუანზე'' გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები