Aa Aa
19 სექტემბერი 2021  |  00:23

ტიტულთან ახლოს - შენგელიას ცსკა სუპერთასის ფინალშია

VTB ლიგის სუპერთასის ფინალში თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა გავიდა. ნახევარფინალურ სტადიაზე მოსკოვური გუნდის მეტოქე ''ლოკომოტივ-ყუბანი'' იყო. ქართველი ფორვარდის გუნდმა მეტოქე დამაჯერებლად 91:78 დაამარცხა და ტიტულამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ცსკა-ს სასტარტოში ითამაშა, თუმცა მხოლოდ 5 ქულა ჩააგდო. გარდა ამისა, მის ანგარიშზეა 2 პასი და 2 ჩაჭრა. მაშინ როცა ცსკა-ს მოთამაშეებიდან მინიმუმ 10 ქულა ხუთმა კალათბურთელმა ჩააგდო, შენგელია მათ შორის ვერ მოხვდა, რაც ნიშნავს, რომ მისი პროდუქტიულობის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალი იყო.

შენგელიას თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტი ქულა მარიუს გრიგონისმა ჩააგდო. მის ანგარიშზე 16 ქულაა.

ფინალში მოსკოვის ცსკა-ს მეტოქე ''ზენიტი'' იქნება. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ''ლოკომოტივ-ყუბანი'' ''უნიკსს'' 19 სექტემბერს დაუპირისპირდება, ამავე დღეს გაიმართება ფინალური მატჩი.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage