AS: მამარდაშვილი და კურტუა ლა ლიგის ტყუპი კოშკები
Aa
Aa

AS: მამარდაშვილი და კურტუა ლა ლიგის ტყუპი კოშკები

კვირას, ლა ლიგის ტურის ცენტრალურ მატჩში „ვალენსია“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს.

გიორგი მამარდაშვილს წინ ამ მომენტისთვის კარიერის ყველაზე რთული და დიდი მატჩი ელის, რომელსაც სავარაუდოდ ის ძირითადში დაიწყებს.

ესპანურმა AS-მა ამ შეხვედრის შესახებ დაწერა და ხაზი მამარდა-კურტუას დაპირისპირებას გაუსვა:

„ბორდალასმა მისი ნიჭი მალევე შენიშნა და მას შანსი მისცა, რომელიც გიორგიმ შესანიშნავად გამოიყენა. მამარდაშვილმა კონკურენტები კრისტიან რივერო, იუმე დომენეკი და იასპერ სილესენი ჩამოიტოვა. მან ფორმა ზუსტად იმ მომენტში აკრიფა, როდესაც კონკურენტები ტრავმირებულები იყვნენ.

მწვრთნელმა მას შანსი მისცა და ახლა მამარდაშვილი უკვე ერთ-ერთი სენსაცია გახლავთ.

მამარდაშვილი ნოიერის თაყვანისმცემელია, თუმცა მას ტიბო კურტუას ადარებენ. გიორგი 199 სანტიმეტრი გახლავთ და მემარცხენეა. ის მადრიდელთა მეკარის კურტუას ტყუპისცალ კოშკს ჰგავს, რადგან ტიბოც მემარცხენეა და მასზე მხოლოდ სანტიმეტრით მაღალია.

გიორგი და ტიბო ლა ლიგის კოშკები არიან. ისინი ჩემპიონატის ყველაზე მაღალი მეკარეები არიან. ხვალ პერსპექტივას რეალობის წინააღმდეგ ვიხილავთ, რადგან მათ სატრანსფერო ფასებს შორის სხვაობაა: 60 მილიონი ევრო 800 ათასი ევროს წინააღმდეგ“.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა კვირას, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები