''შეუძლია მისი მაგია რეალთან წარმოაჩინოს'' - Eldesmarque მამარდაშვილზე
Aa
Aa

''შეუძლია მისი მაგია რეალთან წარმოაჩინოს'' - Eldesmarque მამარდაშვილზე

ესპანური ''ვალენსიას'' ქართველი მეკარის, 20 წლის გიორგი მამარდაშვილის შესახებ Eldesmarque-მ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით მადრიდის ''რეალის'' წინააღმდეგ ბორდალასის გუნდის სასტარტოში ქართველის თამაშია მოსალოდნელი.

''მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო თვისებები ყველაზე მეტად სადებიუტო მატჩში გამოავლინა, მისი პოზიცია მყარია და სასტარტოს მეკარედ განიხილება. ''ვალენსიამ'' ლა ლიგის საწყისი 4 მატჩიდან 3 მოიგო, ამ პერიოდში ბორდალასმა კლუბში რევოლუციური ცვლილებები განახორციელა, რაც მეკარის პოზიციასაც შეეხებოდა, მამარდაშვილმა იასპერ სილესენი მოკლე დროში შეცვალა და ამ ეტაპზე ნიდერლანდელს ქართველთან კონკურენციის მოგება გაუჭირდება.

''ოსასუნასთან'' იდეალურად არ უთამაშია, თუმცა ძალიან თავდაჯერებული იყო. რაც შეეხება შემდეგ მატჩს, ''რეალთან'' შეხვედრა მამარდაშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. შესაძლოა, მისმა შეცდომამ ან ჩავარდნამ სილესენს თავის გამოჩენის შანსი მისცეს, ამ ეტაპზე კი მამარდაშვილს შეეძლება მისი მაგია კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს''.

შეგახსენებთ, ლა ლიგის მე-5 ტურში ''ვალენსია'' ''მესტალიაზე'' მადრიდის ''რეალს'' უმასპინძლებს. მატჩი 19 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ლა ლიგის საწყის ოთხ ტურში ''ვალენსიამ'' 3 გამარჯვება მოიპოვა, 9 გოლი გაიტანა და მხოლოდ 2 გაუშვა.  4 ტურის შემდეგ ლა ლიგას ''რეალი'', ''ვალენსია'' და მადრიდის ''ატლეტიკო'' ლიდერობენ, თითოეულის ანგარიშზე 10 ქულაა.

მამარდაშვილმა ''ვალენსიას'' სასტარტოში ლა ლიგის ოთხივე მატჩში შეუცვლელად ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები