Aa Aa
15 სექტემბერი 2021  |  01:23

"იმედია ფატი აგუერო და დემბელე მალე დაბრუნდებიან" - კუმანი ბაიერნთან მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. კატალონიის „ბარსელონამ“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლა და უშანსოდ 0:3 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, „ბლაუგრანას“ თავკაცმა რონალდ კუმანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა კუმანმა?

„ეს არის ის, რაც გვაქვს, თუმცა უნდა დაველოდოთ დროის გასვლას. ჩვენ დაგვემატებიან ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ფატი, აგუერო და დემბელე არიან. მხოლოდ სამი შემტევი მყავდა. ტაქტიკური თვალსაზრისით რიგ ეპიზოდებში უკმაყოფილო არ დავრჩი. „ბაიერნი“ ცენტრში თამაშობს და ვფიქრობ, სივრცეები უნდა შეგვეზღუდა.

 არ შემიძლია ფეხბურთელების დამოკიდებულებაზე რაიმე პრეტენზია გამოვთქვა, მაგრამ განსხვავება არის ხარისხში. აქ ფეხბურთელები დიდ ხანია ერთად თამაშობენ.. ჩვენ გვყავს რამდენიმე ახალგაზრდა კარგი ფეხბურთელი, რომლებიც 2-3 წლის შემდეგ გაცილებით უკეთ ითამაშებენ. რთულია ამ შედეგის მიღება, მაგრამ უნდა მოვიცადოთ და სიტუაციის გაუმჯობესებას დაველოდოთ. იმედი მაქვს ტრავმირებული ფეხბურთელები მალე დაბრუნდებიან.

ყველამ კარგად ვიცით, რომ სერხი რობერტო გარემარბი არ არის. მას ალფონსო დეივისის წინააღმდეგ უწევდა თამაში და ვფიქრობ ამ კონკრეტულ ასპექტში წარმატებულად თამაში შეუძლებელი იყო. ალფონსო საოცრად სწრაფი ფეხბურთელია. ვცდილობდით მოწინააღმდეგის თამაშის შეჩერებას, თუმცა მეორე ტაიმში ყველაფერი გაუარესდა.

ფიზიკურ მომზადებაში დიდი სხვაობაა. ყველამ იცის, რომ შეტევაში ხალხი გვაკლდა. არ მინდა თავი ვიმართლო, თუმცა ყველამ იცოდა რა იყო შესაძლებელი. ძალიან რთულია „ბაიერნს“ სწრაფი შემტევების გარეშე ეთამაშო. ისეთ გუნდს, როგორიც „ბაიერნია“, მაქსიმალური სიზუსტით უნდა ეთამაშო. სხვა შემთხვევაში დამარცხდები.“

შეგახსენებთ, რომ ნგარიში 34-ე წუთზე ტომას მიულერმა გახსნა. მატჩი ძირითადად გერმანელთა კარნახით მიმდინარეობდა. მეორე ტაიმში ნაგელსმანის ბიჭებმა ზეწოლა გააძლიერეს და 56-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ სხვაობა ორამდე გაზარდა.

„ბარსელონა“ მომენტების შექმნას ცდილობდა, თუმცა რეალურ სახიფათო ეპიზოდთან ახლოსაც არ ყოფილა. 85-ე წუთზე ლევანდოვსკიმ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში