ნაგელსმანი:
Aa
Aa

ნაგელსმანი: "ბარსელონა ვერაფრით გაგვაკვირვებს"

საფეხბურთო სამყაროს ჩემპიონთა ლიგა უბრუნდება. გულშემატკივრებს პირველივე ტურში საკმაოდ საინტერესო დაპირისპირება ელოდებათ. კატალონიის „ბარსელონა“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „რეკორდმაისტერის“ თავკაცმა იულიან ნაგელსმანმა პრესკონფერენცია გამართა.

რა თქვა ნაგელსმანმა?

„ლევანდოვსკი ჩვენთან ერთად იქნება. გნაბრიზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. მის შესახებ ცნობებს ხვალ შევიტყობთ. მხოლოდ ტოლისო ვერ გამოფრინდა კატალონიაში. სანაკრებო პაუზიდან რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმირებული დაბრუნდა.

ჩემპიონთა ლიგაზე დიდი გამოცდილება არ მაქვს. ვიმედოვნებ, რომ თავს კარგად გავართმევ. გამარჯვება და კარგად დაწყება გვსურს. პრესაში ფავორიტებად შეგვრაცხეს, თუმცა ყველას სურს, რომ კარგად ითამაშოს. ერთმანეთს ორი დიდებული გუნდი ხვდება. ვფიქრობ, ბევრ რამეს მოტივაცია გადაწყვეტს. ჩვენ ძალიან მოტივირებულები ვართ.

ასეთ მატჩში ყოველთვის უნდა გვქონდეს სხვა ალტერნატივა. ეს დამოკიდებულია სად ითამაშებს ბუსკეტსი. „ბარსელონა“ ვერაფრით გაგვაკვირვებს. კატალონიელები განსხვავებულად ითამაშებენ. მესისთან ერთად ბარსა სულ სხვა გუნდი იყო. ბურთის ფლობაზე მეტ აქცენტს აკეთებდნენ და გამუდმებით ლეოს ეძებდნენ. კუმანს ლუკ დე იონგი და მემფის დეპაი ჰყავს. არ ვფიქრობ, რომ „ბარსელონა“ მესის წასვლის შემდეგ ცუდი გუნდი გახდა.

ორივე გუნდს შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება. ეს საკმაოდ რთული გამოწვევაა. ხვალ არაფერი წყდება. ჩვენი პრიორიტეტი კარგი თამაშია. კუმანის გუნდი ზუსტად იმ ხარისხის ფეხბურთს ითამაშებს, როგორსაც მესისთან ერთად თამაშობდა.“

„ბარსელონასა“ და „ბაიერნის“ დაპირისპირება 14 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება. ცნობისთვის, ამ გუნდების უკანასკნელი დაპირისპირება 2020 წელს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ სტადიაზე გაიმართა და „რეკორდმაისტერმა“ „ბლაუგრანა“ 8:2 გაანადგურა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები