კარლსრუეს ღია პირველობა - გორგოძე მეწყვილესთან ერთად ნახევარფინალში გავიდა
Aa
Aa

კარლსრუეს ღია პირველობა - გორგოძე მეწყვილესთან ერთად ნახევარფინალში გავიდა

კარლსრუეში მიმდინარე Liqui Moly Open-125-ზე ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე წყვილთა თანრიგში ნახევარფინალში გავიდა. ტურნირზე ეკოს მეწყვილე რუმინელი ირინა ბარაა. ქართულ-რუმინული წყვილი შეჯიბრზე მეოთხე ნონრად არიან განთესილები.

პირველ წრეში მათი მეტოქეები რუსი ალიონა ფომინასა და ეკატერინა იაშინას დუეტი იყო. ქართულ რუმინულმა წყვილმა მეტოქე 2 სეტში ანგარიშით 7:5 6:2 დაამარცხა. 

მომდევნო წრეში გორგოძისა და ბარას მეტოქეები ასევე რუსები ალეექსანდრა პანოვა და ეროცნებით ქართველი ნათელა ძალამიძე იქნებიან. რომლებმაც ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ავსტრალიელი ასტრა შარმასა და ნიდერლანდელი როსალი ვან დერ ჰუკის დუეტი დაამრცხეს.

შეგახსენებთ,რომ ამავე ტურნირზე ეკატერინე გორგოძე ერთეულთა თანრიგშიც გამოდიოდა და სამწუხაროდ პირველივე წრეში შეხვედრა უნგრელ დალმა გალფისთან ანგარიშით 4:6 6:7 წააგო.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები