ესპანური პრესა:
Aa
Aa

ესპანური პრესა: "მამარდაშვილის მწარე დებიუტი ნაკრებში"

ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში 20 წლის გიორგი მამარდაშვილის დებიუტი შედგა, რომელიც საკმაოდ არასასიამოვნო გამოდგა. „ვალენსიას“ ნომერ პირველმა მეკარემ 4 ბურთი გაუშვა, რასაც დღეს ესპანური მედია გამოეხმაურა.

"მამარდაშვილის მწარე დებიუტი ნაკრებში", - ვკითხულობთ Marca-ზე.

მადრიდულმა Marca-მ და კატალონიურმა Mundo Deportivo-მ ქართველ გოლკიპერზე დაწერეს და უნდა ითქვას, რომ ეს საკმაოდ დადებით კონტექსტში გააკეთს.

Marca:

„ვალენსიას ქართველი მეკარე თავის ელიტარულ სპორტულ კარიერაში ახალი ეტაპების გავლას განაგრძობს. მესტალიაზე შეჭრა ნაკრების ფრანგ მწვრთნელს ვილი სანიოლს უყურადღებოდ არ დარჩენია და 20 წლის გოლკიპერს ბულგარეთის წინააღმდეგ შანსი მისცა. მას კარგი დებიუტი არ გამოსვლია, რადგან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბევრი ცვლილებით იყო დატვირთული და მათ სოფიაში 1:4 წააგეს.

იესპერ სილესენის ტრავმამ მამარდაშვილს შანსი მისცა, რომ პირველივე დღიდანვე ამხანაგური მატჩები ჩაეტარებინა, შედეგად მან ბორდალასი თავის ეფექტურობაში დაარწმუნა.

ლა ლიგის პირველ ტურში ხეტაფეს წინააღმდეგ მეორე ტაიმში ბრწყინვალედ ითამაშა, რის შემდეგაც მან ალავესთან და გრანადასთან თამაშებში შანსები მიიღო. სამი შეხვედრა, ერთი გაშვებული გოლი და სეივები, რომლებიც ყოველი ტურის მომენტებში ხვდება.

ამ მიზეზების გამო ვალენსიამ მისი გამოსყიდვა გადაწყვიტა და სავარაუდოდ ეს საქმე სექტემბრის ბოლომდე მოგვარდება. თუმცა კლუბს ვადა იანვრამდე აქვს“.

Mundo Deportivo:

“20 წლის გიორგი მამარდაშვილი ვასილი ლევსკის სახელობის მოედანზე ყვითელი მაისურითა და 12 ნომრით გამოვიდა, თუმცა 1:4 მარცხს თავი ვერ აარიდა.

„20 წლის ასაკში ის თავის საქმეს სერიოზულად ეკიდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთი კლუბი, როგორიც ვალენსიაა მას არ გაიფორმებდა. ეს მისთვის გამოწვევაა და დარწმუნებული ვარ მამარდაშვილი ზრდას არ შეწყვეტს. მას წინ დიდი მომავალი აქვს“, - ციტირებს ოთარ გაბელიას სიტყვებს ესპანური გამოცემა.

მამარდაშვილი ლორიას შემცვლელი იქნება, რომელიც 35 წლის არის და ნაკრების მაისურით 68 მატჩი აქვს ჩატარებული.

სანამ საქართველო ესპანეთთან დამარცხდებოდა, იქამდე კოსოვოსთან 0:1 წააგეს და მათი ჯგუფიდან გასვლის შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლია“.

ფოტომასალა - GFF

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები