კიდევ ერთი დანაკლისი - ესპანეთში კიტეიშვილის გარეშე
Aa
Aa

კიდევ ერთი დანაკლისი - ესპანეთში კიტეიშვილის გარეშე

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩს სტუმრად ესპანეთთან გამართავს.

მატჩს 5 სექტემბერს ქალაქი ბადახოსი უმასპინძლებს. ​ვილი სანიოლის გუნდი ესპანეთში 3 სექტემბერს ჩარტერული ავიარეისით გაემგზავრა.

ესპანეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ჩვენი გუნდი 25 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება. საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში მიღებული დაზიანების გამო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უახლოეს ორ შეხვედრაში ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარება. 

4 სექტემბერს ვილი სანიოლის გუნდი შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე მთავარი მწვრთნელი ოფიციალურ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.

ესპანეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. შეხვედრა 5 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

 

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები