Aa
Aa

"მეტი ორთაბრძოლა უნდა მოვიგოთ და უფრო თამამად ვიმოქმედოთ"- გურამ კაშია

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო შეხვედრა ბათუმის ახალ სტადიონზე პირველად ჩაატარა, კოსოვოს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა - 0-1.

შეიძლება ითქვას, რომ ანგარიშის გარდა, ეს მატჩი სანიოლის ფორმაციის საქართველოს ნაკრებისთვის ყველაზე სუსტი იყო, რაც შეიძლება ტრავმირებულების სიას დავუკავშიროთ. 

მატჩის შემდეგ შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გურამ კაშიამ  შეაფასა.

„რთული თამაში გამოვიდა ,დასანანი გოლი გავუშვით .მანამდე იძულებითი ცვლილებაც განხორციელდა . საერთო ჯამში კარგად ვერ ვითამაშეთ .ფეხბურთელებმა უფრო მეტი ორთაბრძოლა უნდა მოვიგოთ და უფრო თამამად ვიმოქმედოთ .სამწუხაროდ ,ნაჩვენები თამაში საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის ,რომ ქულა მაინც აგვეღო .რაც შეიძლება მალე უნდა აღვიდგინოთ ძალები ,ეს წაგება ჩვენთვის ძალიან ცუდი იყო ,მისი დავიწყება რთული იქნება ,მაგრამ აუცილებელია ,რომ რაც შეიძლება მალე შემდეგ მატჩზე გადავერთოთ .“ - განაცხადა კაშიამ

როგორც მოგეხსენებათ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ესპანეთის, შვედეთის, კოსოვოსა და საბერძნეთის ჯგუფში ასპარეზობს. 4 მატჩის შემდეგ, სანიოლის გუნდს მხოლოდ 1 ქულა აქვს და ჯგუფში, ბოლო, მე-5 ადგილს იკავებს (1 ფრე, 3 მარცხი / 2 გატანილი, 5 გაშვებული).

საქართველოს ეროვნული ნაკრები საკვალიფიკაციოს შემდეგ შეხვედრას რამდენიმე დღეში, 5 სექტემბერს, სტუმრად, ბადახოსში, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 8 სექტემბერს ვილი სანიოლის გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში, ვასილ ლევსკის სტადიონზე, ბულგარეთის ეროვნულ ნაკრების დაუპირისპირდება

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები