საქართველოს ნაკრების რომელმა ფეხბურთელმა მიიღო ყველაზე მაღალი შეფასება კოსოვოსთან?
Aa
Aa

საქართველოს ნაკრების რომელმა ფეხბურთელმა მიიღო ყველაზე მაღალი შეფასება კოსოვოსთან?

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო შეხვედრა ბათუმის ახალ სტადიონზე პირველად ჩაატარა, კოსოვოს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა - 0-1. 

მატჩის დასრულების შემდეგ საფეხბურთო სტატისტიკურმა პორტალმა, Whoscored-მ, ფეხბურთელების შეფასებები გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ჩვენი ნაკრებიდან ყველაზე მაღალი შეფასება კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ მიიღო - 7.1.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ესპანეთის, შვედეთის, კოსოვოსა და საბერძნეთის ჯგუფში ასპარეზობს. 4 მატჩის შემდეგ, სანიოლის გუნდს მხოლოდ 1 ქულა აქვს და ჯგუფში, ბოლო, მე-5 ადგილს იკავებს (1 ფრე, 3 მარცხი / 2 გატანილი, 5 გაშვებული).

კოსოვომ კი, მიმდინარე საკვალიფიკაციოზე პირველი 3 ქულა სწორედ ბათუმში, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მოიპოვა და 4 ქულით ჯგუფში მე-3 ადგილზე გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები