„წარმოიდგინეთ გუარდიოლას სიტიში რას მივაღწევდი
Aa
Aa

„წარმოიდგინეთ გუარდიოლას სიტიში რას მივაღწევდი" - ქინქლაძის ინტერვიუ

Manchester Evening News-მა გიორგი ქინქლაძის მიერ FourFourTwo-სთვის მიცემული ვრცელი ინტერვიუდან საინტერესო მონაკვეთი გამოაქვეყნა. ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს ჰკითხეს, თანამედროვე სატრანსფერო ფასების პირობებში მისი ღირებულება რა იქნებოდა, რასაც „ქინქიმ“ ხუმრობით უპასუხა: „მილიარდ-ნახევარი“.

ქინქლაძის პასუხის შემდეგ, FourFourTwo დაინტერესდა გიორგი თანამედროვე „სიტის“ ძირითადში მოხვდებოდა თუ არა, რაზეც ქართველმა ლეგენდამ განაცხადა: „ამის თქმა ძალიან რთულია, მაგრამ სათამაშო დრო აუცილებლად მომეცემოდა.

პეპ გუარდიოლა ყველა დროის საუკეთესო 3 მწვრთნელს შორისაა და არ მგონია, სიტის საფეხბურთო ფილოსოფიასთან ადაპტაცია გამჭირვებოდა. ისე რომ მეთამაშა, როგორც ძველ სიტიში ვთამაშობდი, წარმოიდგინეთ, გუარდიოლას ვარსკვლავურ გუნდში რას მივაღწევდი“.

შეგახსენებთ, რომ „სიტი“ ქართველ ფეხბურთელზე დოკუმენტური ფილმიც გადაიღო, რომლის სახელიც „ქინქლაძე, მეინ როუდის ჯადოქარი“ გახლავთ. ფილმში მოთხრობილია, თუ რამდენად დიდი ფიგურა იყო ქართველი ნახევარმცველი გუნდისთვის, რომელიც ქვედა ლიგაში ორჯერ დაქვეითდა და მიუხედავად ამისა, ის მანჩესტერიდან არ წასულა.

„ქინქი“ „სიტიში“ თბილისის „დინამოდან“ გადავიდა და „ქალაქელთა“ ქომაგების გულებიც დაიპყრო. ქართველმა ლეგენდამ მანჩესტერელთა რიგებში 121 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 22 გოლია.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები