მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო - საქართველოს ნაკრების კალენდარი
Aa
Aa

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო - საქართველოს ნაკრების კალენდარი

კალათბურთის მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრის ცერემონია დღეს, შვეიცარიის დაბა მიესში მდებარე კალათბურთის სახლში, FIBA-ს ოფისში გაიმართა, რომელიც 2018 წელს გარდაცვლილი FIBA-ს გენერალური მდივნის, პატრიკ ბაუმანის სახელობისაა.

წილისყრამ გამოარკვია, რომ ქართველოს საკალათბურთო ნაკრები G ჯგუფში მოხვდა და მისი მეტოქეები: ესპანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და უკრაინა იქნებიან. 

ამ ეტაპზე ცნობილია კალენდარიც:

26 ნოემბერი, 2021 | საქართველო v უკრაინა

29 ნოემბერი, 2021 | ესპანეთი v საქართველო

24 თებერვალი, 2022 | საქართველო v ჩრდილოეთ მაკედონია

27 თებერვალი, 2022 | ჩრდილოეთ მაკედონია v საქართველო

1 ივლისი, 2022 | უკრაინა v საქართველო

4 ივლისი, 2022 | საქართველო v ესპანეთი

წილისყრამ 32 ნაკრები 8 ჯგუფში გადაანაწილა. 32 ნაკრებიდან 24 მომავალი ევრობასკეტის მონაწილეა, ხოლო დანარჩენი 8 მიმდინარე თვეში გამართული წინასაკვალიფიკაციო ტურნირის შედეგად შეირჩა.

ჩატარებული 2 წრის (6 მატჩი) ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით, ტურნირი 24 გუნდისთვის გაგრძელდება, ხოლო მეოთხეადგილოსანი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას გამოეთიშება.

მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატი 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებში ჩატარდება. 

ფოტო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები