ნინუა ანორთოსის ფეხბურთელია - ქეცბაიამ ნიკა მესამე ცდაზე დაიმატა
Aa
Aa

ნინუა ანორთოსის ფეხბურთელია - ქეცბაიამ ნიკა მესამე ცდაზე დაიმატა

ქართველი ფეხბურთელი, ნიკა ნინუა კარიერას თემურ ქეცბაიას „ანორთოსისში“ გააგრძელებს. კლუბებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და ნინუა კვიპროსულ გუნდს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება. მისი ხელფასის დიდ ნაწილს სწორედ კვიპროსელები დაფარავენ.

საინტერესოა, რომ ქეცბაიას გუნდი ნინუას გადაბირებას გასული სეზონიდან ცდილობს. „პაოკმა“ „ანორთოსისის“ წინადადება 2-ჯერ უარყო, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ბერძნულ კლუბში ქართველ ფეხბურთელს სათამაშო დრო არ ეძლევა, პოზიცია შეცვალა.

შეგახსენებთ, ნიკა ნინუა თბილისის „დინამოს“ აღზრდილია და ბერძნულ კლუბს 2020-21 წლების სეზონის დასაწყისში შეუერთდა. ნიკამ „პაოკის“ მაისურით 12 მატჩში 2 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. მას კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები