„მარცხში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, თუმცა კრიტიკულები უნდა ვიყოთ
Aa
Aa

„მარცხში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, თუმცა კრიტიკულები უნდა ვიყოთ" - გეგუჩაძე

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ბათუმში, ბათუმი არენაზე შედგა, სადაც  „დინამო" ბათუმმა თურქულ „სივასპორს" უმასპინძლა. შეხვედრაში 3 გოლი გავიდა და „სივასპორის" სასარგებლოდ, ანგარიშით - 1-2 დასრულდა.

სამწუხაროდ, „სივასპორმა" აჭარულ გუნდს გამარჯვების გოლი შეხვედრის ბოლო წუთის მიმდინარეობისას გაუტანა.

გია გეგუჩაძე - „დინამო" ბათუმის მთავარი მწვრთნელი

„მატჩს შესაბამისი ანალიზი სჭირდება, ასეთი შეხვედრა ნაჩქარევად ვერ შეფასდება. ის, რომ ჩვენ მატჩის მიწურულს კონცენტრაცია დავკარგეთ ნათლად ჩანდა. შესაძლოა, ეს დაღლილობის ბრალი იყო. მრავალი მიზეზი არსებობს და ამას განვიხილავთ.

ვიტყოდი, რომ ჩვენ საკმაოდ კარგი მატჩი ვითამაშეთ, საუბარი მაქვს 75 წუთზე, შემდეგ კი ყველაფერი ჩვენი გეგმის მიხედვით აღარ წავიდა.

ურთულესი ამოცანის წინ ვართ, თუმცა ეს ჩვენს ძალებს არ აღემატება. დასკვნებს გავაკეთებთ და იმედი მაქვს, რომ გასვლითი შეხვედრა უკვე სხვაგავარდ წარიმართება.

ჩემში ოპტიმიზს რაც იწვევს, ეს პროგრესია, რომელსაც დინამო ბათუმთან მიმართებაში ვხედავ. ნელ-ნელა, ეტაპობრივად მივიწევთ წინ. მარცხში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, თუმცა წაგებას კრიტიკულად უნდა მივუდგეთ.

რაც შეეხება თურქულ-ქართულ დაპირისპირებას, ასეთი თარიღებული სულ არის, ჩვენ უბრალოდ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და ფეხბურთი ვითამაშოთ“.

გუნდების განმეორებითი შეხვედრა

გუნდების განმეორებითი შეხვედრა 12 აგვისტოს შედგება და 22:00 საათიდან დაიწყება. ამ წყვილში ყველაფერი სწორედ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ გადაწყდება.

გეტყვით იმასაც, რომ „დინამო" ბათუმი v „სივასპორის" წყვილში გამარჯვებული პლეი-ოფში „ლოკომოტივი" (ბულგარეთი) v „კოპენჰაგენის" (სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, დავით ხოჭოლავა გამოდის) (დანია) წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ „სივასპორის" მთავარი მწვრთნელი, რიზა კალიმბაი, მედიის წინაშე არ გამოცხადდა. შესაბამისად, მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია არ შედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები