ბაიერნს მარჯვენა მცველი სურს - მიუნხენში დანილო უნდათ
Aa
Aa
4 აგვისტო 2021  |  20:44

ბაიერნს მარჯვენა მცველი სურს - მიუნხენში დანილო უნდათ

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა საინტერესოდ მიმდინარეობს. მიუნხენის „ბაიერნი“ და კონკრეტულად ნაგელსმანი დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერებას გეგმავს. „რეკორდმაისტერმა“ ტურინის „იუვენტუსს“ დანილოს თაობაზე მიმართა.

თავდაპირველად „ბიანკონერიმ“ შემოთავაზება დაბლოკა, თუმცა მოგვიანებით იუვეს ხელმძღვანელობამ დანილოს ფასი 30 მილიონი ევრო დაადო.

იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, „ბაიერნი“ ყველა ღონეს იხმარს იმისთვის, რათა ტურინელთა უკანახაზელი საკუთარ რიგებში გადაიბიროს.

დანილო „იუვენტუსში“

30 წლის ფეხბურთელი „ბებერ ქალბატონს“ 2019 წელს „მანჩესტერ სიტიდან“ შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში დანილომ ყველა ტურნირზე ერთად 78 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები