ბერნარდო სილვა ატლეტიკოში? - სიმეონე დაჟინებით ითხოვს
Aa
Aa
4 აგვისტო 2021  |  18:42

ბერნარდო სილვა ატლეტიკოში? - სიმეონე დაჟინებით ითხოვს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტის“ სულ მალე ჯეკ გრილიში შეუერთდება. ეს ყველაფერი კი ყველაზე მეტად ბერნარდო სილვას არ გაუხარდება, რადგან ჯეკი მისი პირდაპირი კონკურენტი იქნება.

ამას ძალიან კარგად აცნობიერებს მადრიდის „ატლეტიკო“, რომელსაც Mundodeportivo-ს ცნობით პორტუგალიელი ნახევარმცველის შეძენა აქვს გადაწყვეტილი. წყაროს ცნობით, დიეგო სიმეონემ სილვას ტრანსფერი დაჟინებით მოითხოვა. ეს ინფორმაცია კი თავად ბერნარდომდეც მივიდა.

ამავე წყაროს ინფორმაციით, „სიტის“ შემტევი ლა ლიგაში გადაბარგებაზე თანახმაა. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელით „ბარსელონაც“ ინტერესდება, თუმცა ბერნარდოს პრიორიტეტი „როხიბლანკოა.“

ბერნარდო სილვა „სიტიში“

26 წლის შემტევი ნახევარმცველი „ქალაქელებს“ 2017 წლის ზაფხულში „მონაკოდან“ შეუერთდა. დღემდე სილვამ „მანჩესტერ სიტის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 201-ჯერ მოირგო, 35 გოლი გაიტანა და 44 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები