გამარჯვება უხვგოლიან შეხვედრაში - საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა აზერბაიჯანი დაამარცხა
Aa
Aa
4 აგვისტო 2021  |  12:00

გამარჯვება უხვგოლიან შეხვედრაში - საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა აზერბაიჯანი დაამარცხა

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ბაქოშია, სადაც შეკრებას გადის და ამხანაგურ მატჩებს გეგმავს.

ჩვენმა გუნდმა პირველი ამხანაგური შეხვედრა მასპინძელი აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამართა და გაიმარჯვა. დაპირისპირებაში 5 გოლი გავიდა და ვასილ მაისურაძის ნაკრების სასარგებლოდ, ანგარიშით - 2-3 დასრულდა.

პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრებიდან მეტოქეს გიორგი კვერნაძემ (36') და გეგი გეგუჩაძემ (40') გაუტანეს, ხოლო მეორე ტაიმში თერთმეტმეტრიანი გიზო მამაგეიშვილმა გამოიყენა (59').

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

ლუკა ხარატიშვილი, ლუკა სალუქვაძე, ნიკოლოზ უგრეხელიძე, ზურაბ რუხაძე, დავით გოგოტიშვილი, გეგი გეგუჩაძე, ლაშა კალანდაძე, ლუკა კეკელიძე, გიზო მამაგეიშვილი, გიორგი გვიშიანი, გიორგი კვერნაძე, ლევან თანდილაშვილი, თორნიკე დუნდუა, მუხრან ბაგრატიონი, გიორგი უბილავა, ოთარ მამაგეიშვილი, გიორგი ამბროსიძე, ნიკა სიხარულაშვილი, ანზორ თევზაძე, გიორგი ხაბულიანი, ლუკა ჩაგანავა

მთავარი მწვრთნელი:

ვასილ მაისურაძე

აღნიშნული მატჩი 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის, ვასილ მაისურაძისთვის ახალ გუნდთან ერთად პირველი საერთაშორისო ოფიციალური შეხვედრა გახლდათ.

ასაკობრივი ნაკრები მეორე ტესტ-მატჩს მასპინძელ ნაკრებთან 6 აგვისტოს გამართავს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები