ეროვნული ლიგიდან - სლოვაკეთში: მუჯირის ახალი კლუბი ცნობილია
Aa
Aa

ეროვნული ლიგიდან - სლოვაკეთში: მუჯირის ახალი კლუბი ცნობილია

დავით მუჯირი, რომელიც კრისტალბეთ ეროვნული ლიგის კლუბ „შუქურაში" ასპარეზობდა, კარიერას სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის ზლატე მორავცეს „ვიონში" გააგრძელებს. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად უკვე დაადასტურა.

სლოვაკური გუნდის ვებგვერდი წერს, რომ ფეხბურთელის მამა საკუთარ ქვეყნის საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეულია და ამის გარდა, ასევე, 22 წლის თავდამსხმელის პირველ კომენტარს ავრცელებს:

„მოსვლის პირველი დღიდან ნამდვილად მეგობრული გარემო დამხვდა. მწვრთნელთან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს. ის შესანიშნავია.

ჩვენ ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ ერთად გავუმჯობესდეთ და წინ წავიდეთ. მინდა, მაქსიმუმი გამოვავლინო და ბევრი გოლი გავიტანო. თავდამსხმელი ვარ და კლუბი ჩემგან სწორედ ამას ელის.

 ბედნიერი ვარ, რომ ვიონმა მომცა საშუალება ეს მაისური ჩამეცვა.

ყველაფერს გავაკეთებ, მწვრთნელისა და კლუბის სტაფის ნდობა რომ გავამართლო".

კლუბის ვებგვერდის ინფორმაციით, მუჯირი „ვიონში" 1 კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა, შემდეგ კი კლუბსა და ქართველ თავდამსხმელს შორის 1-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

მისი ბოლო კლუბი „შუქურა" იყო (5 მატჩი რანგით უმაღლეს ლიგაში, 1 გოლი),  მიმდინარე სეზონამდე კი „ჩიხურასა" (13 მატჩი/1 გოლი) და „ვიტ ჯორჯიას" (11 მატჩი) შემადგენლობაში გამოდიოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები