„ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ“ - ფრენკი დე იონგის ამბიციური პროგნოზი
Aa
Aa

„ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ“ - ფრენკი დე იონგის ამბიციური პროგნოზი

„ბარსელონას“ ფეხბურთელმა, ფრენკი დე იონგმა „ბლაუგრანას“ მიზნებზე ისაუბრა. ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა ინტერვიუ Sport-ს მისცა და განაცხადა, რომ კატალონიელებს დიდი გეგმები აქვთ.

„ვფიქრობ, ამ სეზონში ჩვენი შემადგენლობა გაძლიერდა და როგორც გუნდი ვიზრდებით. უკვე მეორე წელია რონალდ კუმანთან ვმუშაობთ და როგორც წესი, მეორე სეზონში ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. ჩემი აზრით, მომდევნო სეზონში ყველა სერიოზული ტიტულისთვის ვიბრძოლებთ.

მაქსიმუმის გასაკეთებლად მზად ვართ და ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელთა შესანიშნავი კომბინაცია გვყავს. ბარსელონაში, როგორც დიდი გამოცდილების მქონე მოთამაშეები, ისე ნიჭიერი ახალგაზრდები ასპარეზობენ, რომლებსაც საკუთარი თავის წარმოჩენა სურთ. ბარსელონას კარგი შემადგენლობა ჰყავს და ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ“.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ლა ლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლას 15 აგვისტოს დაიწყებს. „ბლაუგრანა“ პირველ შეხვედრას „კამპ ნოუზე“ გამართავს და „სოსიედადს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები