„როცა შევხედე, მეგონა, გარდაცვლილი იყო
Aa
Aa

„როცა შევხედე, მეგონა, გარდაცვლილი იყო" - ბრაიტუაიტი ერიკსენის ინციდენტზე

„ბარსელონასა“ და დანიის ნაკრების ფეხბურთელმა, მარტინ ბრაიტუაიტმა კრისტიან ერიკსენის ინციდენტის შესახებ ისაუბრა. ფინეთის ეროვნულ გუნდთან გამართულ შეხვედრაში ერიკსენმა გულის შეტევა მიიღო და ბრაიტუაიტს ეგონა, რომ მისი თანაგუნდელი გარდაცვლილი იყო.

„ტურნირი, რომელიც დანიური სპორტის ისტორიაში უდიდესი და უმნიშვნელოვანესი უნდა ყოფილიყო, კოშმარად იქცა. იმ საღამოს მომხდარმა უამრავი ადამიანი შოკში ჩააგდო. ზუსტად მახსოვს, მომენტი, როცა ერიკსენს შევხედე და მეგონა, რომ გარდაცვლილი იყო.

როცა უყურებ ადგილს, სადაც გარდაცვლილი ადამიანი ეცემა, ყველაფერს ხვდები. მაშინვე აანალიზებ, რა მოხდა და კრისტიანის ეპიზოდში სწორედ ეს რეაქცია მქონდა. იმ მომენტში ერთადერთი, რაც შემეძლო, იყო ის, რომ ღმერთისთვის მიმემართა. ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ და არავის ვუსურვებ, იგივე ვითარებაში აღმოჩნდეს“.

შეგახსენებთ, რომ ერიკსენი დეფიბრილატორს იყენებს და უახლოეს პერიოდში იგი „ინტერში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის. სერია A-ში არსებული წესების მიხედვით, თუ კრისტიანს დეფიბრილატორის გამოყენება სამომავლოდაც დასჭირდება, იტალიის ჩემპიონატში ვეღარ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები