„ძალიან ბედნიერი ვარ
Aa
Aa

„ძალიან ბედნიერი ვარ" - ვილი სანიოლმა დინამო ბათუმს გამარჯვება მიულოცა

ოთხი ქართული კლუბიდან ევროტურნირები მხოლოდ „დინამო" ბათუმისთვის გრძელდება.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბათუმი არენაზე მინიმალური მარცხის შემდეგ (1-0), გია გეგუჩაძის გუნდმა „ბატე" (ბელარუსი) სტუმრად, ანგარიშით - 1-4 დაამარცხა (ორი მატჩის ჯამში - 2-4) და კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „სივასპორს" (თურქეთი) დაუპირისპირდება.

დინამო ბათუმის მიერ ჩატარებულ შთამბეჭდავ საპასუხო შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრებია მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი სოციალური ქსელით გამოეხმაურა:

 „ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა, ეს ფანტასტიკური მატჩი და გამარჯვება მოგილოცოთ!

წარმატებები შემდეგ ეტაპზე, გახადეთ მთელი ქვეყანა კიდევ ერთხელ ამაყი!"

ფრანგმა სპეციალისტმა საქართველოს ეროვნულ ნაკრების ბოლო შეკრებაზე „დინამო" ბათუმიდან 4 ფეხბურთელი იხმო, მათ შორის: ლაზარე კუპატაძე (მეკარე),  გრიგოლ ჩაბრაძე (მცველი),  ირაკლი აზაროვი (მცველი) და ჯაბა ჯიღაური (ნახევარმცველი).

შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო" ბათუმი პირველ მატჩს სახლში (5 აგვისტო) ჩაატარებს, საპასუხო შეხვედრას - სტუმრად (12 აგვისტო).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები