14 ყველაზე ძვირადღირებული მცველი მანჩესტერულ კლუბებში თამაშობს
Aa
Aa

14 ყველაზე ძვირადღირებული მცველი მანჩესტერულ კლუბებში თამაშობს

ცნობილია, რომ რაფაელ ვარანი მომავალი სეზონიდან „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას დაიცავს. კლუბები საკმაოდ დაფალ ფასზე შეთანხმდნენ. „წითელი ეშმაკები“ „სამეფო კლუბს“ ფრანგი მცველის სანაცვლოდ 34.2 მილიონ ფუნტს გადაუხდიან. ამას დამატებული 8.5 მილიონი ბონუსის სახით. ევროებში, რომ გადავიყვანოთ რაფაელის ტრანსფერი დაახლოებით 50 მილიონი ევრო გამოდის.

ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონის საბაზრო ღირებულება 40 მილიონი ევროა. საბოლოოდ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ვარანი ძალზედ ხელსაყრელ ფასად შეიძინა. თავდაპირველად მადრიდელებს 60 მილიონი სურდათ, თუმცა ჯეიდონ სანჩოს შეძენის შემდეგ „წითელ ეშმაკებს“ ხსენებულ თანხაზე მეტის გადახდა არ შეეძლოთ.

ფასის დაკლება სხვა გარემოებამაც გამოიწვია. ვარანს „რეალთან“ კონტრაქტი 2022 წლის ივნისში ეწურებოდა და კლუბი წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდა. ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში მათ რაფაელის გაშვება უფასოდ მოუწევდათ. აქედან გამომდინარე, ინგლისელებმა ფასი მაქსიმალურად დაწიეს.

ვარანის ფასი გამოცემა Transfermarkt-ის მიხედვით 70 მილიონი ევროა და მასში გადახდილი თანხის მიხედვით, 28 წლის ცენტრალური მცველი გაჭირვებით შევიდა ყველაზე ძვირადღირებულ 30 მცველს შორის.

ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველიც „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობს. საქმე ჰარი მაგუაიერს ეხება. „წითელმა ეშმაკებმა“ მასში 87 მილიონი ევრო გადაიხადეს.

არც „მანჩესტერ სიტია“ გამონაკლისი. პეპ გუარდიოლამ, დანიშვნის დღიდან მცველებში 480 მილიონი ევრო დახარჯა. ყველაზე დიდი თანხა 68 მილიონი ევრო რუბენ დიაშში იქნა გადახდილი.

რეიტინგში ყველაზე მეტი დაცვითი სტილის ფეხბურთელი „მანჩესტერ სიტის“ ჰყავს. „ქალაქელებმა“ 9 მცველი შეიძინეს, მაშინ, როდესაც 31-ე ადგილზე „წითელი ეშმაკების“ მარცხენა მცველი ლუკ შოუა, რომელშიც 31 მილიონი ევრო გადაიხადეს.

მოცემულ რეიტინგში, რა თქმა უნდა, ძირითადად ბოლო დროინდელი ტრანსფერებია ასახული, თუმცა ტოპ 20-ში მაინც რჩება 2002 წლის ტრანსფერი. „ლიდსიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ რიო ფერდინანდი 46 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

მიმდინარე სეზონის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი კვლავ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ განახორციელა. ინგლისურმა გრანდმა ჯეიდონ სანჩო „დორტმუნდიდან“ 85 მილიონი ევროს სანაცვლოდ წამოიყვანა.

რა მივიღეთ საბოლოოდ რეიტინგის მიხედვით? ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული 30 მცველიდან თითქმის ნახევარი მანჩესტერულ კლუბებში გადავიდნენ. 5 „იუნაიტედში“, 9 „მანჩესტერ სიტიში“. ჯამში 14-მა ყველაზე ძვირადღირებულმა ფეხბურთელმა მანჩესტერულ კლუბებს მიაშურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები