10-წლიანი მადრიდული ერა დასრულდა - ვარანი მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელია
Aa
Aa

10-წლიანი მადრიდული ერა დასრულდა - ვარანი მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელია

მადრიდის „რეალი“ სერხიო რამოსმა დატოვა და „პარი სენ ჟერმენს“ შეუერთდა. ბოლო პერიოდის განმავლობაში მსგავსი საუბარი რაფაელ ვარანზეც მიმდინარეობს. ფრანგ უკანახაზელს „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკავშირებენ. ტრანსფერის თაობაზე არაერთი სპორტული გამოცემა წერდა.

ამ ინფორმაციას აქტიურად ავრცელებდა ფაბრიციო რომანოც. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი ოფიციალურად გახდა „წითელი ეშმაკების“ წევრი. რაფაელი კლუბთან  4-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, თუმცა კონტრაქტში ჩადებული იქნება პუნქტი, რომლის მიხედვითაც ვარანს „იუნაიტედში“ კიდევ 1 წლით შეეძლება დარჩენა. მადრიდელებმა ვარანის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო მიიღეს. 

ვარანი მადრიდის „რეალში“

რაფაელი „სამეფო კლუბს“ 2011 წლის ზაფხულში შეუერთდა. მას რეკომენდაცია ზინედინ ზიდანმა გაუწია.

დღემდე 28 წლის ფეხბურთელმა „ბლანკოსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 360-ჯერ მოირგო, 17 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე გეტყვით, რომ ვარანმა „რეალთან“ ერთად ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები