Aa Aa
27 ივლისი 2021  |  11:33

47-ე ნომერი იქნება - ტორონტომ შესაძლოა მამუკელაშვილი აირჩიოს

Bleacher Report-მა და The Rookie Wire-მა NBA-ის 2021 წლის დრაფტთან დაკავშირებით თავიანთი პროგნოზები შემოგვთავაზეს. ამერიკულმა გამოცემებმა რეიტინგი შეადგინეს და ივარაუდეს, თუ როგორ განვითარდება მოახლოებული ღონისძიების პირველი და მეორე რაუნდი.

როგორც მოგეხსენებათ, 2021 წლის დრაფტზე ქართველი კალათბურთელები, სანდრო მამუკელაშვილი და გიორგი ბეჟანიშვილი დადგნენ. ბეჟანიშვილს საუკეთესო 60 ახალგაზრდას შორის მოხვედრა გაუჭირდება, „მამუს“ შანსები კი ეტაპობრივად იზრდება.

Bleacher Report-ის რეიტინგში მამუკელაშვილი მე-60 ადგილს იკავებს და მას „ინდიანა პეისერსში“, გოგა ბითაძესთან წასვლას უწინასწარმეტყველებენ. The Rookie Wire-ს რაც შეეხება, გამოცემა საინტერესო პროგნოზს გვთავაზობს და სანდროს 46-ე ნომრად, „ტორონტო რეპტორსს“ უკავშირებს, რაც სასიამოვნო სიახლეა.

ცნობისთვის, nbadraft.net-ს პოზიცია არ შეუცვლია და „მამუს“ საუკეთესო 60 ახალგაზრდას შორის არ მოიაზრებს, ESPN, Bleacher Report და Sports Illustrated კი ვარაუდობენ, რომ ქართველ კალათბურთელს დრაფტზე აუცილებლად აიყვანენ.

შეგახსენებთ, რომ NCAA-ის გასულ სეზონში მამუკელაშვილი საშუალოდ 17.5 ქულას, 7.6 მოხსნას, 3.2 შედეგიან გადაცემას, 1.1 ჩაჭრასა და 0.6 დაფარებას ახორციელებდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში