ნადირობა კაიო ხორხეზე - იუვენტუსი დაწინაურდა, მილანი იბრძვის!
Aa
Aa

ნადირობა კაიო ხორხეზე - იუვენტუსი დაწინაურდა, მილანი იბრძვის!

სპორტულ მედიაში უამრავი ინფორმაცია ვრცელდება „სანტოსის“ ახალგაზრდა შემტევზე კაიო ხორხეზე. 19 წლის ფეხბურთელს აქტიურად უკავშირებენ სერია ა-ს გიგანტებს. საუბარი ტურინის „იუვენტუსზე“ და „მილანზეა“.

გავრცელებული ინფორმაციით, ტურინული გრანდის ხელმძღვანელებმა ხორხესთან პირად შეთანხმებას მიაღწიეს და „სანტოსს“ მის შესახებ ოფიციალური წერილი გაუგზავნეს. საქმე კი შემდეგში გახლავთ - კაიოს ბრაზილიურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის დეკემბერში ეწურება. „ბიანკონერის“ კი მისი გადმობირება უფასოდ სურს.

საქმეში ჩართულია „მილანიც“, რომელიც ასევე ფეხბურთელს ეკონტაქტება და არა კლუბს. სპორტულ მედიაში „ბენფიკას“ სახელმაც გაიჟღერა. პორტუგალიელებს ის უპირატესობა აქვთ, რომ ისინი „სანტოსს“ ესაუბრებიან და ცალკე პირად მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ.

სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, ხორხეს შეძენის მთავარი კანდიდატი ტურინის „იუვენტუსია“. ამის შესახებ Football Italia-მაც დაწერა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

ცოტა რამ კაიო ხორხეზე

19 წლის შემტევი „სანტოსის“ ძირითად შემადგენლობაში 2018 წლიდან გამოდის. დღემდე კაიო ხორხემ ბრაზილიური კლუბის მაისური 79-ჯერ მოირგო, 17 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები