„ჩემი უდიდესი პატივისცემა ლაშას
Aa
Aa

„ჩემი უდიდესი პატივისცემა ლაშას" - ბასილაშვილი შავდათუაშვილის მედალს გამოეხმაურა

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა, ლაშა შავდათუაშვილმა ისტორია დაწერა.

ქართველმა ფალავანმა ფინალური შეხვედრა ონო შოჰეისთან, უმძიმეს ბრძოლაში, დამატებით დროში დათმო და გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელსაც ოლიმპიურ თამაშებზე ყველას სინჯის (ლონდონი 2012 - ოქრო; რიო 2016 - ბრინჯაო; ტოკიო 2020- ვერცხლი) მედალი აქვს.

მიმდინარე ტოკიო 2020-ზე საქართველოს ნაკრებისთვის ეს მეორე მედალია, რასაც საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალური ქსელით გამოეხმაურა:

„ჩემი უდიდესი პატივისცემა ლაშას. 3 ოლიმპიადა, 3 მედალი".

შეგახსენებთ, რომ დღესვე, ტოკიოს ოლიმპიადის 1/16-ფინალში, ბასილაშვილი მე-13 ნომრად განთესილ ლორენცო სონეგოს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა (6:4, 3:6, 6:4).

ნიკოლოზი 28 ივლისს, ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, ალექსანდრ ზვერევს შეხვდება, რომელსაც 4 შეხვედრიდან მხოლოდ ერთხელ აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები