საიმანოვი: ''ხვიჩას ტრანსფერზე რეალური შემოთავაზება არ ყოფილა''
Aa
Aa

საიმანოვი: ''ხვიჩას ტრანსფერზე რეალური შემოთავაზება არ ყოფილა''

ყაზანის ''რუბინის'' სპორტულმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა რუსულ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ყაზანურ კლუბს ქართველი ტალანტის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური წინადადება არ მიუღია.

''რეალური შემოთავაზება არ ყოფილა. ის რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია, მაგრამ ჯერ კონკრეტული წინადადება არ მიგვიღია''.

Metaratings-ის ცნობით ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის ''რუბინს'' დატოვებს და კარიერას ''მილანში'' გააგრძელებს. ტრანსფერის განხორციელებაში ''მილანის'' ექს-ფეხბურთელი კახა კალაძე აქტიურადაა ჩართული.  წყაროს ცნობით ხვიჩას ტრანსფერი კალაძის დამსახურება იქნება.

Football Italia წერს, რომ „როსონერის“ ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი რამდენიმე თვის წინ გაუჩნდა. გამოცემა ხვიჩას მამის, ბადრი კვარაცხელიას სიტყვებსაც ავრცელებს, რომელმაც თქვა, რომ თავისი შვილი რუსეთში აღარ ითამაშებდა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

ასევე გეტყვით, რომ მიმდინარე კვირაში გერმანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება გერმანულ ''გლადბახს'' სურდა, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ გერმანული კლუბი გამორჩეულ მოთამაშეებს გაყიდის და ხვიჩას გადაბირებისთვის საჭირო ფინანსური შესაძლებლობა გაუჩნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები