''ის ჩვენი ბიჭია, მისთვის ცუდი არ გაგვიკეთებია'' - საიმანოვმა დავითაშვილზე ისაუბრა
Aa
Aa

''ის ჩვენი ბიჭია, მისთვის ცუდი არ გაგვიკეთებია'' - საიმანოვმა დავითაშვილზე ისაუბრა

ყაზანის ''რუბინის'' გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა Championat.com-თან ზურიკო დავითაშვილის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა მიმდინარე ზაფხულში ყაზანურ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და კარიერა ტულის ''არსენალში'' გააგრძელა.

''კარლ სტარფელტი გავყიდეთ, თუმცა მაინც ბევრი ლეგიონერი გვყავდა. ზურიკო ჩვენი ბიჭია, კარგი მოთამაშეა, ჩვენ მისთვის ზიანი არ მიგვეყენებია, მისთვის ცუდი არ გაგვიკეთებია. მიგვიწვიეს და გვითხრეს: ''რას ფიქრობთ?'' მან გვითხრა, რომ იჯარით წასვლა არ სურდა, ამიტომ გუნდიდან წასვლის უფლება მივეცით (კონტრაქტი გაწყდა). ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, სწორი ქმედება''.

შეგახსენებთ, დავითაშვილი 2019 წლის ზაფხულიდან ''რუბინის'' ფეხბურთელი იყო, თუმცა პირველი სეზონის შემდეგ აუტსაიდერ ''როტორში'' გაანათხოვრეს, რომელიც პრემიერ ლიგიდან გავარდა, 2021-22 წლების სეზონის პირველ ტურში კი ''არსენალის'' რიგებში დავითაშვილის დებიუტი შედგა, მან მოსკოვის ''ლოკომოტივთან'' გასვლით მატჩში სასტარტოში ითამაშა და 77-ე წუთზე შეცვალეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები