ვალენსია VS კარტახენა - მამარდაშვილი ძირითადშია!
Aa
Aa

ვალენსია VS კარტახენა - მამარდაშვილი ძირითადშია!

რამდენიმე დღის წინ გიორგი მამარდაშვილს „ვალენსიას“ შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა. ქართველი მეკარე მინდორზე მეორე ტაიმში გამოჩნდა, გოლი არ გაუშვა და მეტიც, გულშემატკივრებს შესანიშნავი „სეივით“ დაამახსოვრა თავი.

დღეს, „ღამურები“ მორიგ ამხანაგურ მატჩს „კარტახენას“ წინააღმდეგ მართავენ, რომელიც თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება. მამარდაშვილი კი ძირითად შემადგენლობაშია.

მამარდაშვილი, ხოსედა, ალდერეტე, პაულისტა, გედეში, დიახაბი, ჰიუგო, ჩეირიშევი, ვალეხო, ვასკესი, ფრან პერესი. - ასეთია „ვალენსიას“ ძირითადი თერთმეტეული.

რა თქვეს მამარდაშვილის დებიუტზე ესპანურ პრესაში?

ქართველი გოლკიპერის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ესპანური გამოცემები აქტიურად წერენ. რამდენიმე დღის წინ, El Desmarque-მა „ვალენსიაში“ მამარდაშვილის სადებიუტო შეხვედრას სტატია მიუძღვნა და გიორგი დადებითად დაახასიათა. ამჯერად, ქართველის შესახებ Marca-მ დაწერა და საქართველოში მუშაობის გამოცდილების მქონე სპეციალისტის, ჩისკო მუნიოსის კომენტარიც შემოგვთავაზა.

„ატრომიტოსთან გამართულ ამხანაგურ მატჩში გიორგი მამარდაშვილის მიერ ნაჩვენები თამაში ერთ-ერთი დიდი სიახლე იყო. ქართველმა მეკარემ, რომელიც სათადარიგო ვარიანტად გაიფორმეს, დატოვა ნიშანი იმისა, რომ გაცილებით მეტი შეუძლია, ვიდრე ვალენსიას სარეზერვო გუნდში ასპარეზობაა.

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მან სამშობლოში კარგი გამოცდილება მიიღო. გიორგიმ საქართველოს უმაღლეს დივიზიონში 57 შეხვედრა ჩაატარა და თბილისის დინამოს ექს-თავკაცი, ჩისკო მუნიოსი, რომელიც ამჟამად უოტფორდს წვრთნის, მას კარგად იცნობს. „ის ძალიან კარგი მეკარეა, მაგრამ საჭიროა, რომ დრო მიეცეს. მამარდაშვილი საინტერესო გოლკიპერია და ნდობა სჭირდება. მან შეუძლია, პროგრესს სწრაფად მიაღწიოს და ვალენსიასთვის კარგი შენაძენია. იგი მოქნილია და კარგი რეფლექსები აქვს“, - გვეუბნება ჩისკო.

მამარდაშვილს ევროპულ ტურნირებზე თამაშის გამოცდილებაც აქვს. მან თბილისის ლოკომოტივთან ერთად, ევროპა ლიგაზე ითამაშა და კრაიოვასა და მოსკოვის დინამოს დამარცხების შემდეგ, გრანადასთან წააგო. ესპანურ კლუბთან დაპირისპირებაში, ისე როგორც დანარჩენ ორ დუელში, მამარდაშვილი ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო. კარგი თამაშის წყალობით გიორგი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, თუმცა ჯვაროსნების რიგებში სადებიუტო შეხვედრა ჯერჯერობით არ გაუმართავს“, - წერს Marca.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები