NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა
ფენიქსი - ბოსტონი
ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, ფენიქსი შინ ბოსტონს მიიღებს. გასულ ტურში, სანსის მოთამაშეებმა, ოკლაჰომა დაამარცხეს 118-111. ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, მათ მხოლოდ ერთი მარცხი აქვთ განცდილი. ამ შეხვედრებში, ფენიქსი საშუალოდ 104.4 ქულას უშვებდა.
ასევე მიჯრით ორი გამარჯვება დაუგროვდა ბოსტონს. სელტიქსმა, ბოლო ტურში, სტუმრად ლეიკერსი დაამარცხა 115:95. ბოლო ხუთი გასვლითი შეხვედრიდან, მასვნეების ანგარიშზე სამი გამარჯვებაა. ამ შეხვედრებში, ბოსტონის საშუალოდ 106 ქულას აგროვებდა.
გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, სამში გამარჯვება ბოსტონს დარჩა. აღნიშნული სტატისტიკის და ფავორიტის სტატუსის გათვალისიწნებით, ბოსტონის გამარჯვება @ 2
ტრავმები :
ფენიქსი - მარქეს ქრისი;
ბოსტონი - ტაილერ ზელერი.
საკრამენტო - იუტა
ზედიზედ სამი მარცხი განიცადა საკრამენტომ. მეფეებმა, გასულ ტურში, შინ სულაც ბრუკლინთან დათმეს შეხვედრა 100-109. ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, მათ აქტივში მხოლოდ ორი მოგებაა. ამ შეხვედრებში, კინგსი საშუალოდ 101.8 ქულას უშვებდა.
განსხვავებით თავისი მეტოქისგან, იუტამ ბრუკლინთან შეხვედრის მოგება მოახერხა. ჯაზმენებმა, ნეთსი შინაურ კედლებში დაამრაცხეს 112-97. მათ, ბოლო ხუთ გასვლით შეხვედრაში, სამი მარცხი აქვთ აქტივში. ამ შეხვედრებში, იუტა საშუალოდ 109.8 ქულას აგროვებდა.
გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, სამში მოგებას საკრამენტომ უწია. ამ შეხვედრის ფავორიტი იუტაა. ის, ამ დროისთვის, დასავლეთ კონფერნეციის მე-4 ადგილზე იმყოფება და ამ ადგილის შენარჩუნებისთვის, მსგავსი შეხვედრების მოგება აუცილებელია.
იუტას @ 2
ტრავმები :
საკრამენტო - რუდი გეი, გარეტ ტემპლი, მალაკი რიჩარდსონი;
იუტა - დერიკ ფავორსი, როდსნი ჰუდი;
დალასი - ოკლაჰომა
გასულ ტურში, მემფისთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, დალასი შინ ოკლაჰომას უმასპინძლებს. ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, მავერიქსმა ოთხჯერ უწია გამარჯვებას. 25 მოგებით და 36 წაგებით, დალასი დასავლეთ კონფერენციის მე-11 ადგილზე იმყოფება.
მიჯრით ორი შეხვედრა წააგო ოკლაჰომამ. ბოლო ტურში, თანდრესი სტურმად ფენიქსთან დამარცხდა 111-118. ვესტბრუკს და კამპანიას, ბოლო ხუთივე გასვლითი შეხვედრა წაგებული აქვს. 35 გამარჯვებით და 27 მარცხით, ოკლაჰომა ამავე კონფერენციის მე-7 ადგილზე იმყოფება.
გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ოთხში გამარჯვება ოკლაჰომას დარჩა. ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, დალასი საშუალოდ მხოლოდ 92,6 ქულას უშვებს. ოკლაჰომას შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი, 110.6 ქულაა.
ნაკლებსავარაუდოა, ოკლაჰომამ, პირველი ნახევარიც და მთლიანად მატჩის მოგება მოახერხოს.
მე-2 გუნდი მოიგებს 1 ნახევარს და მთლიან მატჩს @ არა
ტრავმები :
დალასი - ვესლი მეთიუსი;