Aa Aa
21 ივლისი 2021  |  22:49

სეზონის დაწყების წინ - დიბალა ისევ ტრავმირებულია

ტურინის „იუვენტუსს“  მომავალი სეზონისთვის ჯერ მზადება არ დაუწყია და დიბალას უკვე პრობლემები აქვს. არგენტინელ შემტევს ტრავმა აღენიშნება, კონკრეტულად კი კუნთის დაზიანება.

დიბალა მინიმუმ რამდენიმე დღე იუქმებს და რეაბილიტაციის პროცესს გაივლის. მას ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული.

შეიძლება ითქვას, რომ პაულოსთვის ეს ცუდი დასაწყისია, რადგან მან გასულ სეზონში სხვადასხვა ტრავმების გამო არაერთი მატჩი გამოტოვა და გუნდს ფაქტობრივად ვერ ეხმარებოდა. 27 წლის ფეხბურთელმა მხოლოდ 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

26 ჩატარებულ შეხვედრაში დიბალამ გულშემატკივრებს თავი 5 გოლით და 3 საგოლე გადაცემით დაამახსოვრა. ეს ყველაფერი კი მხოლოდ სერია ა-ში. ჩემპიონთა ლიგის და კოპა იტალიის სტატისტიკების გრაფაში პაულოს სახელთან ნული წერია.

ზოგადად, დიბალას მომავალი ბურუსით არის მოცული. არგენტინელ შემტევს „ბებერ ქალბატონთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და ახალი ხელშეკრულების საკითხი ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას.

ამ ყველაფრის ფონზე, დიბალასთვის ერთადერთი კარგი ამბავი მასიმილიანო ალეგრის დაბრუნებაა. იტალიელი სპეციალისტი, „იუვენტუსში“ მუშაობის დროს დიბალას ენდობოდა და მისი ტაქტიკის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი იყო.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში