პირადი დეტალები შეთანხმებულია - ჯაკა რომაში ითამაშებს
Aa
Aa

პირადი დეტალები შეთანხმებულია - ჯაკა რომაში ითამაშებს

ბოლო პერიოდის განმავლობაში „არსენალის“ ნახევარმცველს გრანიტ ჯაკას „რომას“ უკავშირებენ. დღეს კი Sky Sports-ის ჟურნალისტმა ანჯელო მანიანტემ ამ საკითხთან დაკავშრებით ექსკლუზიური ინფორმაცია გაავრცელა.

„გრანიტ ჯაკა მოურინიოს და „რომას“ შემდეგ კვირაში პორტუგალიაში „ჯალოროსის“ საწვრთნელ ბაზაზე შეუერთდება. ჟოზე მას ელოდება. პირადი დეტალები შეთანხმებულია, ხოლო კლუბებს შორის მოლაპარაკება თითქმის დასრულდა.“ - წერს „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე მანიანტე

ცნობისთვის, გრანიტ ჯაკას ტრანსფერი პირადად პორტუგალიელმა სპეციალისტმა მოითხოვა. "რომაში" დანიშვნის დღიდან, მოურინიოს ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ "არსენალის" კაპიტანია.

ჯაკა „არსენალში“

შვეიცარიელი ფეხბურთელი „მეთოფეებს“ 2016 წელს „გლადბახიდან“ შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში ამპლუით ნახევარმცველმა „არსენალის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 220-ჯერ მოირგო, 13 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები