NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა
Aa
Aa

NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა

ჩიკაგო - გოლდენ სტეიტი

დენვერთან საშინაო განადგურების შემდეგ, ჩიკაგოს უფრო რთული ამოცანის ჩაბარება მოუწევს - შეხვედრა გოლდენ სტეიტთან. მასპინძლებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, მხოლოდ ერთი მარცხი აქვთ განცდილი. 30 მოგების წილ 30 წაგებით, ჩიკაგო  აღმოსავლეთ კონფერენციის მე-7 ადგილზე იმყოფება.

 

ასევე მარცხი განიცადა გასულ ტურში გოლდენ სტეიტმა. "ოქროს ბიჭუნების" დამარცხება ვაშინგტონმა შეძლო შინაურ კედლებში - 112:108. ბოლო ხუთი გასვლიდან, მათ აქტივში სამი მოგებაა. 50 გამარჯვებით და 10 მარცხით, გოლდენ სტეიტი დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ოთხში გამარჯვება კარის და კამპანიას დარჩა. ჩიკაგო, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 113 ქულას აგროვებს.  გოლდენი, ბოლო ხუთ გასვლაზე საშუალოდ 114. 6 ქულას უშვებს. სტუმრებს, ბოლო ტურში თავიანთი ერთ-ერთი ლიდერი, კევინ დურანტი გამოაკლდათ.

ასე რომ, ამის გათვალისიწნებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ გოლდენი ვერ შეძლებს ორივე ნახევრის მოგებას.

ტრავმები :

ჩიკაგო - მაიკლ კარტე ვილიამსი, პოლ ზიპსერი.

გოლდენ სტეიტი - კევინ დურანტი.

 

 

ფენიქსი - შარლოტა

მიჯრით სამი მარცხი განიცადა ფენიქსმა. სანსის კალათბურთელებმა, ბოლო ხუთ საშაინაო შეხვედრაში, მხოლოდ ორჯერ მიაღწიეს წარმატებას. 18 მოგებით და 42 მარცხით, ისინი დასავლეთ კონფერენციის ბოლო მე-15 პოზიციაზე იმყოფებიან.

 

კარგი განწყობით ხვდება ამ მატჩს შარლოტა. ბობქეთსის მოთამაშეებმა, ბოლო ტურში სტუმრად ლეიკერსის დამარცხება შეძლეს 109-104. ბოლო ხუთი გასვლითი შეხვედრიდან, მათ ორი მოგება უმაგრებთ ზურგს. 26 გამარჯვებით და 34 წაგებით, ისინი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-11 ადგილს სჯერდებიან.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, სამში მოგებას ფენიქსმა უწია. ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, სანსი საშუალოდ 113.8 ქულას უშვებს. შარლოტი კი თავის მხრივ, საშუალოდ 104,4 ქულა აგროვებს ბოლო ხუთ გასვლაზე.

 

აღნიშნული სტატისტიკის და ფავორიტის სტატუსის გათვალისწინებით - პირველი გუნდი მოიგებს პირველ ნახევარს და შეხვედრას @ არა

ტრავმები :

ფენიქსი - დრაგან ბენდერი;

შარლოტა - რამოს სესიონი, მაილს პლამპლი.

 

პორტლენდი  - ოკლაჰომა

ზედიზედ ორი წაგების შემდეგ, პორტლენდი რეაბილიტაციას ოკლაჰომასთნ შეხვედრაში შეეცდება. ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, ბლეიზერსმა მხოლოდ ერთ შეხვედრაში შეძლო გამარჯვება. 24 მოგებით და 35 წაგებით, პორტლენდი დასავლეთ კონფერნეციის მე-11 ადგილს სჯერდება.

 

კარგ ფორმაშია ოკლაჰომა. თანდერსის მოთამაშეებმა, ზედიზედ ოთხი საშინაო შეხვედრის მოგება შეძლეს. სამაგიეროდ, ბოლო ხუთ გასვლით შეხვედრაში, მათ მხოლოდ 1 მოგება აქვთ აქტივში. 35 გამარჯვების წილ 25 მარცხით, ვესტბრუკს და კამპანიას, ამავე კონფერენციის მე-7 ადგილი უკავია.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, სამში გამარჯვება პორტლენდს დარჩა. ხოლო როცა მასპინძელი პორტლენდი იყო, ეს მაჩვენებელი 100 % უტოლდება. ბლეიზერსი, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 109 ქულას აგროვებს. 106.6 ქულას უშვებს ამ დროს ოკლაჰომა ბოლო ხუთ გასვლაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე - ოკლაჰომა მოიგებს პირველ ნახევარს და შეხვედრას @ არა

ტრავმები :

პორტლენდი - ევან თურნერი, ედ დევისი, ფესტუს ეზელი;

 

ოკლაჰომა - ვიქტორ ოლადიპო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები