NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა
Aa
Aa

NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა

ატლანტა - დალასი

ბოლო ტურში, სტუმრად ბოსტონთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ატლანტა შინ დალასს მიიღებს. ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, მასპინძლებს სამი გამარჯვება აქვთ აქტივში. 33 მოგებით და 26 წაგებით, ატლანტა აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 ადგილზე იმყოფება.

 

კარგი განწყობით ხვდება ამ მატჩს ასევე დალასიც. ტეხასელებმა, ბოლო ტურში მაიამის დამარცხება შეძლეს 96-89. ბოლო ხუთი გასვლიდან, მავერიქსის სასარგებლოდ მხოლოდ ორი მათგანი დამთავრდა. 24 გამარჯვებით და 35 მარცხით, ნოვიცკი და კამპანია, აღმოსავლეთ კონფერენციის მე-11 პოზიციაზე იმყოფება.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ყველაში მარცხი განიცადა დალასმა. ამ მატჩებში, საშუალოდ 189.4 ქულა ვარდებოდა.დალასის ბოლო სამ შეხვედრაში, ეს მაჩვენებელი 181.6 ქულას უტოლდება.

ლოგიკური  - 200.5 @ ნაკლები

ტრავმები :

ატლანტა - მაიკ დანლივი;

დალასი - ვესლი მეტიუსი.

 

 

იუტა - მინესოტა

ბოლო ტურში, ოკლაჰომასთან სტუმრად განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ, იუტა რეაბილტიაციას მინესოტასთან შეხვედრაში შეეცდება. ჯაზმენებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, სამი მოგება უმაგრებთ ზურგს. 37 გამარჯვებით და 23 მარცხით, იუტა აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 ადგილს სჯერდება.

 

ბოლო შეხვედრის მოგება მოახერხა ასევე მინესოტამაც. ტიმბერვულვზის კალათბურთელებმა, საკრამენტო დასცეს თავისავე მოედანზე 102-88. მათ, ბოლო ხუთი გასვლითი შეხვედრიდან, ორჯერ აქვთ წარმატებისთვის მიღწეული. 24 მოგებთ და 36 მარცხით, რუბიო და კამპანია, ამავე კონფერენციის მე-12 ადგილს იკავებენ.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ხუთივეში გამარჯვება ჯაზმენებს დარჩათ.  იუტა, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, მხლოდ 94.8 ქულას უშვებს. მინესოტას შემთხვევაში ეს მაჩვენებელი -114 ქულაა.

აღნიშნული სტატისტიკის და ფავორიტის სტატუსის გათვალისწინებით, @ 1

ტრავმები :

იუტა - არავინ;

მინესოტა - ნიკოლა პეკოვიჩი, ზაკ ლავინი, ედრიან პეინი.

 

 

მილოუკი - დენვერი

კლივლენდთან განცდილი მარცხი შემდეგ, მილოუკი შინ დენვერს მიიღებს. ბაქსის კალათბურთელებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, მხოლოდ ორი მოგება აქვთ აქტივში. 26 მოგებით და 32 მარცხით, ისინი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-10 ადგილს იკავებენ.

 

კარგ ხასიათზე ხვდება ამ მატჩს დენვერი. ბოლო ტურში, ნაგეთსელებმა ჩიკაგოს მოუგეს 125-107. ბოლო ხუთი გასვლიდან, მათ ორჯერ მიაღწიეს წარმატებას. 27 გამარჯვების წილ 30 მარცხით, დენვერი დასავლეთ კონფერენციის მე-8 პოზიციაზე იმყოფება.

 

გუნდები ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, სამში გამარჯვება დენვერს დარჩა. მილოუკი ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 104.4 ქულას უშვებს. ამ დროს, დენვერი ბოლო ხუთ გასვლაზე 114.2 ქულას აგროვებს.

კარგი პოზიცია გამოაქვს ამ მატჩზე კრისტალზე - პირველი გუნდი მოიგებს  ორივე ნახევარს @ არა   /  რისკიანებისთვის -  პირველი გუნდი მოიგებს პირველ ნახევარს და მატჩს @ არა

 

ტრავმები :

მილოუკი -მაიკლ ბისლი, ჯაბარი პარკერი;

დენვერი - კენეტ ფარიდი.

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები