ზაფხულის პირველი ტრანსფერი - დიასამიძე ლოკომოტივში ითამაშებს
Aa
Aa

ზაფხულის პირველი ტრანსფერი - დიასამიძე ლოკომოტივში ითამაშებს

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ლოკომოტივმა" ზაფხულის პირველი ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა -  „რკინიგზელებმა“ გეგა დიასამიძე ბელარუსიდან დაიმატეს, რომელიც ამპლუით ნახევარმცველია.

კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ფეხბურთელსა და თბილისურ კლუბს შორის 1-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

29 წლის ფეხბურთელის ბოლო კლუბი სოლიგორსკის შახტიორი" იყო, რომელსაც გასული წლის ზამთარში შეუერთდა, იქამდე საბურთალოში" თამაშობდა, ხოლო საბურთალომდე" ლოკომოტივში". შესაბამისად, მისთვის ლოკომოტივი" უცხო არაა.

დეასამიძემ  მიმდინარე სეზონში ბელარუსის ჩემპიონატის 12 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

ამ ეტაპზე საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში შესვენებაა. რანგით უმაღლესი ლიგა გულშემატკივარს 7 აგვისტოს დაუბრუნდება.

გასული, 21 ტურის შემდეგ  თბილისის ლოკომოტივს" 33 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს. ამ მაჩვენებლით გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის ჩამორჩენა მე-4 ადგილოსან დილასთან" მხოლოდ 2 ქულაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები