VAR-ის უხეში შეცდომა - ვიდეორეფერიმ ფლანგზე მყოფი ფეხბურთელი ვერ დაინახა
Aa
Aa

VAR-ის უხეში შეცდომა - ვიდეორეფერიმ ფლანგზე მყოფი ფეხბურთელი ვერ დაინახა

კოპა ლიბერტადორესის მერვედფინალურ დაპირისპირებაში „სერო პორტენო“ „ფლუმინენსეს“ შეხვდა და საკუთარ კედლებში 0:2 დამარცხდა. ამ მატჩს საფეხბურთო სამყაროში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა, რაც VAR-ის მიერ დაშვებულმა უხეშმა შეცდომამ განაპირობა.

პირველი ტაიმის 42-ე წუთზე, „სერო პორტენომ“ ანგარიში გახსნა და ბოსელის დარტყმით დაწინაურდა, თუმცა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი გააუქმა. VAR მომენტს რამდენიმე წუთის განმავლობაში განიხილავდა და ხაზებიც გაავლო, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ფლანგზე მყოფი „ფლუმინენსეს“ ფეხბურთელი გადაავიწყდა და აქცენტი უშუალოდ საჯარიმო მოედანზე განვითარებულ მოვლენებზე გააკეთა.

ვიდეორეფერიმ „სერო პორტენოს“ სამართლიანად გატანილი გოლი გაუუქმა, რასაც პარაგვაული კლუბის პროტესტი მოჰყვა. „სერო პორტენომ“ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და Conmebol-ს მატჩის გადათამაშება და მსაჯების სამუდამოდ მოკვეთა მოსთხოვა.

სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ მკაცრი ზომები მიიღო და ჩილელ არბიტრებს, სეზარ დეისკლერსა და ედუარდო გამბოას გაურკვეველი ვადით დისკვალიფიკაცია მისცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები