Aa Aa
13 ივლისი 2021  |  21:15

"ტკივილები ისევ მაქვს" - ფედერერი ოლიმპიადაზე არ იქნება!

23 ივლისს ტოკიოში ოლიმპიადა აიღებს სტარტს. რა თქმა უნდა, ჩოგბურთი ყურადღების ეპიცენტრში იქნება, რადგან მონაწილეობას ნოვაკ ჯოკოვიჩი იღებს. ოლიმპიურ თამაშებზე როჯერ ფედერერიც უნდა ყოფილიყო, თუმცა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა.

რა თქვა ფედერერმა?

„უიმბლდონზე თამაშის დროს სამწუხაროდ მუხლზე არასასიამოვნო ტკივილები ვიგრძენი და მივხვდი, რომ სათამაშოდ მზად ჯერ კიდევ არ ვარ. აქედან გამომდინარე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე არ ვიასპარეზებ. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ჩემთვის უდიდესი პატივი იქნებოდა საკუთარი ქვეყნის ოლიმპიადაზე წარმოჩენა.

რეაბილიტაციის პროცესი დავიწყე და იმედი მაქვს, რომ საჩოგბურთო სამყაროს ზაფხულის ბოლოს დავუბრუნდები. ტოკიოში შვეიცარიის ნაკრებს უდიდეს წარმატებას ვუსურვებ და ბოლომდე ვუგულშემატკივრებ. წინ შვეიცარია!“

შეგახსენებთ, რომ როჯერ ფედერერმა უიმბლდონზე ასპარეზობა მეოთხედფინალში ჰუბერ ჰურკაჩთან დაასრულა. შვეიცარიელი სამ სეტში 3:6 6:7 0:6 დამარცხდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში