სკანდალი რეალში - პერესმა რაულსა და კასილიასს თაღლითები უწოდა
Aa
Aa

სკანდალი რეალში - პერესმა რაულსა და კასილიასს თაღლითები უწოდა

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი სკანდალში გაეხვია. ესპანურმა გაზეთმა, El Confidencial-მა პერესის სიტყვები გამოაქვეყნა, რომლებიც მან 2006 წელს გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე წარმოთქვა.

„კასილიასი რეალის შესაფერისი მეკარე არაა. რა გინდათ, რომ გითხრათ?! კასილიასი ამ დონის არაა და არც არასდროს ყოფილა. იკერი ჩვენი დიდი კრახია და ხედავთ რა ხდება? მას აღმერთებენ, უყვართ და მის შესახებ საუბრობენ. ვიცი, რომ ისინი კასილიასს მთელი ძალით იცავენ.

ეს ერთ-ერთი უდიდესი თაღლითობაა, მეორე კი რაულია. რეალის ისტორიაში ორი უდიდესი თაღლითი. პირველი - რაული, მეორე - კასილიასი“.

ფლორენტინო „სამეფო კლუბის“ სხვა მოთამაშეებზეც საუბრობს და აცხადებს: „ფეხბურთელები ზედმეტად ეგოისტები არიან. მათ იმედზე ვერ იქნები და ვინც მათ მიენდობა, შეცდომაში შევა. ისინი მოგატყუებენ და წამოდგომაში არ დაგეხმარებიან“.

პერესმა განსაკუთრებით რაული გააკრიტიკა. El Confidencial-ის მიხედვით, ფლორენტინო თვლის, რომ რაულმა „რეალი“ გაანადგურა და ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც 2006 წელს პერესმა პოსტი დატოვა, რაული გახლდათ. „მას სჯეროდა, რომ მადრიდი მისი საკუთრება იყო“, - ამბობს „რეალის“ პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები