„შენ ყოველთვის გმირი იქნები“ – 9 წლის ბიჭუნას წერილი მარკუს რეშფორდს
Aa
Aa

„შენ ყოველთვის გმირი იქნები“ – 9 წლის ბიჭუნას წერილი მარკუს რეშფორდს

9 წლის ბიჭუნამ, დექსტერ როსიერმა მარკუს რეშფორდს გულისამაჩუყებელი წერილი მისწერა. დექსტერის სიტყვები სოციალურ ქსელში გავრცელდა და მის წერილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„ძვირფასო მარკუს, იმედი მაქვს, მოწყენილი დიდხანს არ იქნები, რადგან ძალიან კარგი ადამიანი ხარ. შარშან, შთამაგონე, რომ დავხმარებოდი ადამიანებს, რომლებიც ჩემზე ღარიბები არიან, გასულ ღამეს კი შთამაგონე, რომ ყოველთვის მამაცი ვიყო. შენით ვამაყობ და შენ ყოველთვის გმირი იქნები“.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში გამართული პენალტების სერიისას რეშფორდმა თერთმეტმეტრიანი გააცუდა და ამის გამო სოციალურ ქსელებში რასისტული შინაარსის შეურაცხყოფა მიაყენეს. მანჩესტერში რეშფორდის გრაფიტიც დააზიანეს, თუმცა მოგვიანებით, ქომაგებმა ის გულებით მოხატეს.

რამდენიმე საათის წინ, „წითელი ეშმაკების“ წარმომადგენელმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და ინგლისის ნაკრების გულშემატკივრებს მიმართა. რეშფორდმა მათ ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ თავს ძალიან ცუდად გრძნობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები