„მესის გუნდმა ბრაზილია, ნეიმარი, VAR და მსაჯები უნდა დაამარცხოს“ - ამბობს ჩილავერტი
Aa
Aa

„მესის გუნდმა ბრაზილია, ნეიმარი, VAR და მსაჯები უნდა დაამარცხოს“ - ამბობს ჩილავერტი

პარაგვაის ნაკრების ლეგენდარულმა გოლკიპერმა, ხოსე ლუის ჩილავერტმა კოპა ამერიკის ფინალის წინ, არგენტინის ეროვნული გუნდი გააფრთხილა. „ბულდოგი“ Radio Continental-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ „ალბისელესტე“ მსაჯების დასამარცხებლადაც მზად უნდა იყოს.

„დიდი იმედი მაქვს, რომ მესი წინ ბევრჯერ გაიჭრება და 3-4 გოლს გაიტანს. არგენტინას შანსი აქვს, მაგრამ ლეომ და მისმა თანაგუნდელებმა უნდა იცოდნენ, რომ საკამათო სიტუაციებისას მსაჯი უპირატესობას ბრაზილიას მიანიჭებს, რადგან სელესაო ტურნირის მასპინძელია.

მესი გენიალური უნდა იყოს და მისმა თანაგუნდელებმა 1000 პროცენტზე ითამაშონ. ლეომ და არგენტინის ნაკრების სხვა ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ არა მხოლოდ ბრაზილიის ეროვნული გუნდი და ნეიმარი, არამედ VAR და მსაჯები უნდა დაამარცხონ“.

შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკის ფინალური დაპირისპირება 11 ივლისს გაიმართება. მატჩი „მარაკანაზეა“ ჩანიშნული, თბილისის დროით 04:00-ზე დაიწყება და ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები