Aa
Aa

წყალბურთი: საქართველოს ნაკრები მონტენეგროს წინააღმდეგ 8-19 დამარცხდა

26 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით თბილისის ოლიმპიური აუზი წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალს მასპინძლობს. პრესტიჟულ ტურნირში საქართველოს ნაკრების გარდა მონაწილეობას მსოფლიო წყალბურთის გრანდები - აშშ-ის, იაპონიის, იტალიის, მონტენეგროს, საბერძნეთის, საფრანგეთისა და ყაზახეთის ნაკრებები იღებენ.

დღეს, ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა მონტენეგროს წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით - 8-19 დამარცხდა.

გუშინ დაძაბული დაპირისპირება საქართველოსა და იაპონიის ნაკრებებს შორის ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით - 12-13 დასრულდა.

ხვალ, 27 ივნისს ჩვენი გუნდი აშშ-ის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 16:30 საათიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები B ჯგუფში იაპონიის, მონტენეგროსა და აშშ-ის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. A ჯგუფში კი ერთმანეთს ყაზახეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი და იტალია შეეჯიბრებიან.

ჯგუფური ეტაპი 26-28 ივნისს ჩატარდება, ხოლო პლეი-ოფის შეხვედრები 29 ივნისს დაიწყება და 1 ივლისს, ფინალური მატჩით დასრულდება.

საქართველოს ნაკრებისა და ფინალური მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე - ბილეთების ყიდვა.

ფოტო: საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები