„მრცხვენია, რომ ფეხბურთელი ვიყავი, აი სადამდე დამიყვანა რუსეთის ნაკრებმა"
სსრკ-ს ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის ეროვნული გუნდის გამოსვლა შეაფასა. კავაზაშვილი ჩერჩესოვის ბიჭების ფიასკოს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთის ნაკრებში ცვლილებებია აუცილებელი.
„ჩერჩესოვმა თავად უნდა გადაწყვიტოს, წავიდეს თუ არა. თუ მას ძალით არ გაუშვებენ, ის თავად არაფერს გააკეთებს. რატომ უნდა წავიდეს? კაპელოს ამბავი გავიხსენოთ. ფაბიოს წასვლა არ სურდა და ჯარიმებს ელოდებოდა.
ახლა შესაძლოა, იგივე მოხდეს. იტყვიან, რომ ეს უიღბლობა იყო და დამნაშავეები სემენოვი, ზობნინი, შუნინი და საფონოვი არიან. ყველაფერი უბრალო მუშებს დაბრალდებათ, ხოლო ისინი, ვინც ამ სირცხვილში მთავარი დამნაშავეები არიან, პოსტებზე დარჩებიან.
ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია. მრცხვენია, იმაზე ლაპარაკი, რომ ფეხბურთელი ვიყავი. აი, აქამდე დამიყვანა რუსეთის საფეხბურთო ნაკრებმა“.
შეგახსენებთ, რომ რუსებმა ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავებს. ჩერჩესოვის გუნდმა გადამწყვეტი შეხვედრა დანიასთან წააგო და ევროპირველობას დაემშვიდობა.